სტეფ კარიმ "ვაშინგტონ ვიზარდსს" 51 ქულა ჩაუგდო და სამქულიანების რაოდენობით ისტორიაში მეხუთეა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს მორიგ ტურში "გოლდენ სტეიტი" "ვაშინგტონ ვიზარდსს" შეხვდა და 144:122 დაამარცხა.

მატჩის გამორჩეული მოთამაშე "ოქროსშტატელების" 30 წლის კალათბურთელი სტეფ კარი იყო, რომელმაც 51 ქულა ჩააგდო, მათ შორის 16-დან 11 სამქულიანი.

მთლიანად მისი მონაგარი 32 წუთში 51 ქულა, 3 პასი, 4 მოხსნა და 1 დაფარებაა. აღსანიშნავია, რომ კარის ბოლო მეოთხედი არ უთამაშია და 51-ივე ქულა სამ მეოთხედში ჩააგდო.

ამ შეხვედრის შემდეგ სტეფ კარის კარიერაში 2162 სამქულიანი მოუგროვდა და რაოდენობით მხოლოდ რეი ალენს, რეჯი მილერს, ჯეისონ ტერის, კაილ კორვერს ჩამორჩება, თუმცა პროცენტულად
მასზე მეტი სამქულიანი არავის ჩაუგდია.

ზაზა ფაჩულიას ყოფილი გუნდი 26 ოქტომბერს "ნიუ იორკ ნიქსს" შეხვდება.

alt"1:0 ფაჩულიების სასარგებლოდ, შენი ჯერია" - ზაზა სტეფ კარის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული