ზაზა ფაჩულია ყოფილ თანაგუნდელებს: თქვენ თამაშს კლავთ

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობს. უკანასკნელ შეხვედრაში მათ "ჩიკაგო" დაამარცხეს, რომელსაც 149 ქულა ჩაუგდეს, მათ შორის 92 პირველ ტაიმში.

NBA-ს მოქმედი ჩემპიონის ასეთ ასპარეზობას "დეტროიტის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია Twitter-ზე გამოეხმაურა, რომელმაც სტეფ კარის და კლეი ტომპსონს ხუმრობით მიმართა და უთხრა, რომ ისინი თამაშს კლავენ.

"სტეფ კარი და კლეი ტომპსონ, ბიჭებო, თქვენ თამაშს კლავთ" - წერს "დეტროიტის" კალათბურთელი სოციალურ ქსელში.

ვეტერანმა ქართველმა "გოლდენ სტეიტთან" ერთად ორი ბეჭედი მოიპოვა, "პისტონსთან" ერთად კი მიმდინარე სეზონში მესამე პოზიციას იკავებს.

მისი გუნდი 31
ოქტომბერს, თბილისის დროით 03:30-ზე "ბოსტონს" დაუპირისპირდება.

alt"დეტროიტის" პირველი მარცხი - ზაზა ფაჩულიამ "ბოსტონსაც" 2 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

alt"დეტროიტმა" "კლივლენდი" დაამარცხა - ფაჩულიამ ორი ქულა ჩააგდო [VIDEO]

altზაზა ფაჩულია: ის შესანიშნავია პარკეტზეც და მის გარეთაც

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ვინაა
,, ანზორი
30 ოქტომბერი 2018 13:00
2
ნაკრებში ზაზა,შენ ჭირდები ნაკრებს,შენ ნამდვილი კაპიტანი ხარ...
ბესო
30 ოქტომბერი 2018 11:18
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული