"ჰიუსტონ როკეტსისა" და "იუტას" შორის NBA-ს პლეი-ოფის პირველი რაუნდის სერიის მეხუთე მატჩში სახალისო მომენტი დაფიქსირდა.
"იუტას" ესპანელი ლეგიონერი რიკი რუბიო ჯეიმს ჰარდენის წინააღმდეგ უცნაურად თამაშობდა. ესპანელი ჰარდენს უკნიდან დაუდგა და თავს ისე იცავდა.
რეალურად, რუბიომ ეს იმისთვის გააკეთა, რომ ჰარდენს სამქულიანი არ ესროლა, თუმცა შემდეგ ჰარდენი ფარს მიუახლოვდა, უპრობლემოდ ჩააგდო ორქულიანი და "როკეტსი" 94:91 დაწინაურდა.
სხვათა შორის, ჰარდენმა ამ მატჩში 12 სამქულიანიდან მხოლოდ 3 ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ "როკეტსმა" "იუტა" 100:93 დაამარცხა და სერია 4:1 მოიგო.
- რიკი რუბიოს უცნაური თამაში ჰარდენის წინააღმდეგ [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />NBA. პლეი-ოფი: "პატრიკ ბევერლიმ დაგვჩაგრა" - "გოლდენ სტეიტმა" შინ "კლიპერსთან" წააგო [VIDEO]