NBA. პლეი-ოფი: "დენვერს" მოსაგებად ნიკოლა იოკიჩის 43 ქულაც არ ეყო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 აპრილს NBA-ს პლეი-ოფის ერთი მატჩი გაიმართა, სადაც "სან ანტონიომ" "დენვერს" უმასპინძლა და ანგარიშით 120:103 მოუგო.

ამ გამარჯვებით "სპურსმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 3:3 და გამარჯვებული 28 აპრილს, ჩვენი დროით 00:00 საათზე დენვერში გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ "დენვერის" კალათბურთელმა ნიკოლა იოკიჩმა "სპურსთან" შეხვედრაში საკმაოდ კარგად გაისარჯა - მან 43 ქულა ჩააგდო, 12-ჯერ მოხსნა ბურთი და 9 პასი გააკეთა, თუმცა მხოლოდ სერბის შედეგიანობამ "დენვერს" ვერ უშველა.

ნიკოლა იოკიჩმა ამ მაჩვენებლით პირადი რეკორდი და კლუბის მიერ პლეი-ოფში
დაგროვებული ქულების რეკორდიც გააუმჯობესა.

26 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა ლამარკუს ოლდრიჯმა, ხოლო თანაგუნდელს დემარ დეროზანი 25 ქულით შეეწია.

"დენვერსა" და "სპურსს" შორის გამარჯვებული პლეი-ოფის მეორე რაუნდში "პორტლენდს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული