NBA. პლეი-ოფი: კავაიმ "ტორონტოს" მოაგებინა, იოკიჩი ისტორიას წერს [VIDEO]

AutoSharing Option
5-6 მაისს NBA-ს მეორე რაუნდის პლე-ოფის მორიგი მატჩები გაიმართა.

"პორტლენდმა" "დენვერს" უმასპინძლა და ანგარიშით 112:116 დამარცხდა. ამ შეხვედრის შემდეგ გუნდებს შორის სერიაში ანგარიში 2:2 გახდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 34 ქულა ჯამალ მიურეიმ ჩააგდო, ხოლო ნიკოლა იოკიჩმა მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა - სერბმა 21 ქულა, 12 მოხსნა და 11 პასი მოაგროვა.

იოკიჩი NBA-ს ისტორიაში მე-7 კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლე-ოფში 4 სამმაგი დუბლი გააკეთა. სერბმა უილტ ჩემბერლენის, მეჯიკ ჯონსონის, ოსკარ რობერტსონის, ლებრონ ჯეიმსის, რეჯონ რონდოსა და ჯეისონ კიდის მიღწევა გაიმეორა.

წინა შეხვედრაში
კი იოკიჩმა პარკეტზე 65 წუთი გაატარა. მსგავსი რამე NBA-ს პლეი-ოფში 1953 წლის შემდეგ არ მომხდარა. მაშინ "სირაკიუზის" და "ბოსტონის" მატჩში რედ როჩმა და პოლ სეიმურმა პარკეტზე 67 წუთი გაატარეს.

პოლ მილსაპმა კი ორმაგი დუბლი მიითვალა, მან 21 ქულას 10 მოხსნა მიამატა.

მასპინძლებიდან 29 ქულით სი ჯი მაკკოლუმი გამოირჩა, ხოლო დემიენ ლილარდმა 28 ქულა ჩააგდო.

პორტლენდი - დენვერი 112:116

"ტორონტომ", კავაი ლეონარდის ლიდერობით, სტუმრად "ფილადელფია" ანგარიშით 101:96 დაამარცხა. გუნდებს შორის სერიაში ანგარიში 2:2 გახდა.

ლეონარდმა 39 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა.

"ფილადელფიიდან" ჯიმი ბატლერმა 29 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

ფილადელფია - ტორონტო 96:101
მკითხველის კომენტარები / 1 /
აღმოსავლეთი მჯერა რომ ლებრონისდროინდელი ევროლიგა არ არის და ვერც კავაი გაქაჩავს ლებრონობას, პლიუს არც დასავლელ ოპონენტთან წააგებენ 1-8-ს
ზვიადი
16:47 06-05-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული