NBA. დასავლეთ კონფერენციის ფინალი: კარისა და გრინის სამმაგი დუბლი და "გოლდენ სტეიტი" სუპერფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს დილით გაიმართა NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-4 შეხვედრა. "პორტლენდმა" საკუთარ პარკეტზე "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა. ამ შეხვედრაში ორეგონელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს კალიფორნიელებს, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ 2 ქულით - 117:119. ამ გამარჯვებით სერიაში ანგარიში 4:0 გახდა და "გოლდენ სტეიტი" ზედიზედ მე-5-დ გავიდა სუპერფინალში. მსგავსი შედეგი არცერთ გუნდს არ ჰქონია 1966 წლის შემდეგ. მაშინ ეს "ბოსტონმა" მოახერხა.

კალიფორნიელების მხრიდან შესანიშნავი მატჩი ჰქონდათ სტეფ კარისა და დრეიმონ გრინს. ორივე მათგანმა პარკეტი სამმაგი დუბლით დატოვა. სტეფს 37 ქულა, 13 მოხსნა და 11
შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, ხოლო გრინს - 18 ქულა, 14 მოხსნა და 11 პასი. კლეი ტომპსონმა 17 ქულა ჩააგდო, ხოლო კევინ ლუნიმ მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა - 12 ქულა და 14 მოხსნა.

"პორტლენდის" შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა გუნდს მეიერს ლეონარდმა შესძინა - 30 და მას 12 მოხსნაც მიამატა. ორმაგი დუბლი ჰქონდა დემიენ ლილარდსაც - 28 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა. სი ჯი მაკკოლუმმა კი 26 ქულა ჩააგდო.


21 მაისი, პორტლენდი, "მოდა ცენტრი"
პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი - გოლდენ სტეიტ უირიორზი - 117:119 (35:36, 34:29, 26:22, 16:24, ო.ტ. 6:8)

სერიაში 4:0-ია "გოლდენ სტეიტის" სასარგებლოდ. კალიფორნიელების მეტოქე "მილოუკისა" და "ტორონტოს" შორის გამარჯვებული იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამერიკის ნბა უკვე სასაცილოა რა, პირველ ტაიმში 134 ქულა ჩააგდეს, მეორეში 88, მაგრა ყომარობს გოლდენ სტეიტი
mnnn
18:17 21-05-2019
0
როდემდე უნდა წეროთ " მაკკოლუნი"???
recondite
11:56 21-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული