მირზა ტელეტოვიჩი: ძალიან მოვიწყინე NBA-ში

AutoSharing Option
ბოსნიელმა კალათბურთელმა მირზა ტელეტოვიჩმა, რომელმაც კარიერა დაასრულა, აღიარა, რომ NBA მოწყენილი იყო.

ტელეტოვიჩის თქმით, ის უფრო მეტი სიამოვნებას იღებდა ევროლიგასა და ესპანეთის ჩემპიონატში მონაწილეობის დროს.

"ძალიან მოწყენილი ვიყავი NBA-ში. თუ "გოლდენ სტეიტში" ან "კლივლენდში" არ თამაშობდი, რომლებიც მაშინ ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ, ვერ იგებდი რატომ ხარ გუნდში. "ბასკონიაში" ჩვენ ყოველთვის რაღაცისთვის ვიბრძოდით. სუპერთასისთვის, ესპანეთის სამეფო თასისთვის, ევროლიგის ოთხთა ფინალში გასასვლელად და აშშ-ში რისთვის უნდა გვებრძოლა?

პირადად მე მოწყენილი ვიყავი, თუმცა რა თქმა უნდა ჩემთვის ეს კარგი გამოდცილება იყო. გაქვს შესაძლებლობა, რომ საუკეთესო
კალათბურთელების წინააღმდეგ ითამაშო ლეგენდარული მწვრთნელების ხელმძვანელობით, თუმცა პირადად ჩემთვის უფრო სასიამოვნო ევროლიგასა და ესპანეთის ჩემპიონატში გამოსვლა იყო.

NBA-ში უფრო მეტი ისეთი კალათბურთელი იქნება, როგორიც ნიკოლა მიროტიჩია, რომელმაც ევროპაში დაბრუნება გადაწყვიტა. მე არ მესმის რატომ სურთ ახალგაზრდებს NBA-ში, რადგან სამი წელი სკამზე ან G-ლიგაში ითამაშებენ", - ციტირებს მიროტიჩს Eurohoops.

ტელეტოვიჩი NBA-ში 2012-დან 2018 წლამდე თამაშობდა. პირველი სამი სეზონი ის "ბრუკლინ ნეთსში" ასპარეზობდა. შემდეგ "ფინიქსში" გადავიდა, სადაც საუკეთესო სეზონი ჰქონდა საშუალოდ შეხვედრაში 12 ქულას აგროვდებდა. ბოლო ორი წელი კი ტელეტოვიჩი "მილუოკიში" გამოდიოდა.

მთელი NBA-ს კარიერის განმავლობაში ბოსნიელი ფორვარდი საშუალოდ მატჩში 8.1 ქულას აგროვებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული