indystar: გოგა ბითაძის აყვანის რეალური საფუძველი ეს გახლავთ...

AutoSharing Option
ამერიკული გამოცემა indystar-ი გოგა ბითაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ გოგა ბითაძის ირგვლივ საიდუმლოებით მოცული სივრცე არ იფანტება.

მან ლას-ვეგასში სამუშაო ვიზებთან დაკავშირებული პრობლემის გამო ვერ ითამაშა, ახლა კი სენტ-ვინსენტის ცენტრში ემზადება.

საზაფხულო ლიგა დიდი დანაკარგი არ არის მისთვის, ბითაძე ევროლიგაში კაცების წინააღმდეგ თამაშობდა, ხოლო საზაფხულო ლიგა დრაფტზე აყვანილი კოლეჯიდან მოსული კალათბურთელებისა და თავისუფალი აგენტებისთვის არის.

როგორც გამოცემა ამბობს, მათთვის ცნობილი გახდა, რომ "პეისერსი" ცდილობდა "ატლანტა ჰოუკსიდან" მე-10 პიკისა და "ნიუ ორლეანიდან" მე-4 პიკის მიღებას, თუმცა არ გამოუვიდათ. ალბათ,
მიზანში სხვა ჰყავდათ აღებული.

"ინდისტარი" წერს, რომ გოგას მე-18 ნომრად არჩევა დაკავშირებულია იმასთან, რომ "ფინიქსმა", ყველასგან მოულოდნელად, კემერონ ჯონსონი აირჩია მე-11 პიკად, ხოლო რუი ჰაჩიმურა საერთოდ მე-9 ნომრად "ვაშინგტონ ვიზარდსმა" აიყვანა.

ავტორის თქმით, მათ ძალიან ბევრ სკაუტს ჰკითხეს აზრი, იმ ადამიანებს, რომლებიც ოკეანის გაღმა მუშაობენ. თუმცა ყველაზე ავტორიტეტულმა სკაუტმა, რომელიც დასავლეთ კონფერენციაზე მუშაობს, განაცხადა, რომ ბითაძეს "ბოსტონი" მე-14 პიკად აირჩევდა.

განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ყველა გაკვირვებული იყო. არავინ ელოდა, რომ გოგას აქამდე არ აიყვანდნენ. ასევე, ყველა სკაუტი და პროფესიონალი მიიჩნევდა, რომ მიუხედავად გუნდში საბონისის და ტერნერის ყოლისა, ბითაძე სოლიდური პიკი იყო "ინდიანასთვის".

მართალია, "პეისერსში" ამბობენ, რომ ბითაძე გაცვლის პოლიტიკის გატარების მიზნით არ აუყვანიათ. არადა, ბევრი მიიჩნევს NBA-ში, რომ მისი აყვანის რეალური საფუძველი ეს გახლდათ. წამსვლელზე თუ მიდგა საქმე, პირველ რიგში, ეს საბონისი იქნება.

ბითაძის დრაფტზე აყვანა რისკებს თითქმის არ შეიცავს, ხოლო ჯილდო, შესაძლოა, ძალიან ძვირფასი იყოს. მისი პირველი წრის შუაში აყვანა საჩუქარი გახლდათ. თუმცა გოგას დასამტკიცებელი აქვს, ბითაძე ან რიგითი კალათბურელი იქნება, ან ის ბიჭი, პარკეტზე ვის ფეხის ხმასაც ყველა გაიგებს.

altუკვე ოფიციალურად: გოგა ბითაძემ "ინდიანასთან" კონტრაქტი გააფორმა

alt"ინდიანას" მიმომხილველი: გოგა ბითაძეს წუთები ექნება, თან არც ისე ცოტა

altგოგა ბითაძემ "ინდიანაში" სათამაშო ნომერი შეიცვალა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდი გოგა დაადუმე რა ყველა! შაუბერე ჯიგრულად,კახურად!საგარეჯოში არაერთი მსოფლიო დონის სპორტსმენი გვყოლია და შენ მათი ღირსეული გამგრძელებელი ხარ.მიდი „ზემლიაკ“ შაუბერე!
G.l.
12:12 17-07-2019
0
"ფეხის ხმასაც" გაიგებენ და კიდევაც დააფასებენ!!!
წარმატებები გოგას!!!
აჩი
14:46 17-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული