ამერიკული გამოცემა: ბითაძეს "პეისერსის" წარმატებაში გადამწყვეტი როლი ექნება

AutoSharing Option
ამერიკული გამოცემა 8points9seconds-ი აქვეყნებს სტატიას "ინდიანა პეისერსის" შესახებ და ყურადღების ცენტრში გოგა ბითაძე ჰყავს.

ავტორი იწყებს საუბარს იმაზე, რომ "პეისერსის" მიერ გოგას აყვანა თავიდან ყველას გაუკვირდა. თუმცა ახლა გოგა ძალიან საჭირო კალათბურთელია "ინდიანასათვის" და სჭირდება, რომ ძირითადი ცენტრი სათანადოდ შეცვალოს.

მომავალ სეზონში საბონისი და ტერნერი ერთად ითამაშებენ, ხოლო "ინდიანას" ბევრი კალათბურთელი არ ჰყავს, ვინც 4 ნომერზე კარგად თამაშს შეძლებს. ამიტომ გოგას "პეისერსის" წარმატებაში გადამწყვეტი როლი ექნება (გულისხმობენ იმას, რომ ტერნერი და საბონისი 4 და 5 ნომერზე შეენაცვლებიან ერთმანეთს, ხოლო ცენტრზე
მათი შემცვლელი გოგა უნდა იყოს).

უკვე ითქვა, რომ გოგას, დრაფტზე აყვანილი სხვა კალათბურთელებისაგან განსხვავებით, უფროსებში თამაშის გამოცდილება აქვს. ბითაძემ საკუთარი საუკეთესო უნარები NBA-ში უნდა წარმოაჩინოს. გოგა სათამაშო წუთებს მიიღებს, თუმცა მას გარკვეული დაბრკოლებების გადალახვა მოუწევს.

მაღალ ბიჭებს სადებიუტო სეზონში NBA-ს ძლიერი მოთამაშეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა უჭირთ. ასევე მაღალია თამაშის ტემპი და მათ ამ სისწრაფეებთან შეგუება სჭირდებათ. მაღალ ბიჭებს სადებიუტო სეზონში გუნდისთვის სარგებელი იშვითად მოაქვთ.

სწრაფად წარმატების მიღწევა განსაკუთრებით რთულია იმ მაღლებისთვის, რომლებიც ისე "გვიან" აირჩიეს დრაფტზე, როგორც გოგა. მას აქვს გარკვეული პროგრესი სამქულიანების სროლაში, თუმცა გოგას ისევ სჭირდება განვითარება. ის ჯერ მაღალი დონის მსროლელი არაა და NBA-ს უნდა შეეჩვიოს.

alt"ბითაძის თამაშს მოუთმენლად ველი" - ამერიკელი სენატორი გოგას ვიზის მიღებაში დაეხმარა

altindystar: გოგა ბითაძის აყვანის რეალური საფუძველი ეს გახლავთ...

alt"ინდიანას" მიმომხილველი: გოგა ბითაძეს წუთები ექნება, თან არც ისე ცოტა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფაჩულიას ტრანსფერტზე ისმის რამე? 4 დღეში ფანჯარა იხურება!
aburjga
18:21 03-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული