ვინ გახდება NBA-ს საუკეთესო ახალწვეული? - დრაფტის მონაწილეებმა არჩევანი გააკეთეს

AutoSharing Option
2019 წლის დრაფტის კალათბურთელებმა ტრადიციულ გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა და უპასუხეს, ვინ გახდება 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ახალწვეული.

პირველი ადგილი "პელიკანსის" ახალწვეულმა ზაიონ უილიამსონმა დაიკავა, რომელიც დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს. მან ხმების 35 პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილზე ჯა მორენტი გავიდა ("მემფისი" - 27%), მესამე პოზიცია არ ჯეი ბარეტმა ("ნიქსი" - 5%) და კამერონ რედიშმა ("ატლანტა" - 5%) დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დრაფტზე გოგა ბითაძე მე-18 ნომრად "ინდიანა პეისერსმა" აირჩია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა . ინტერნეტ გამოკითხვა ჩაატარონ ვინ გავა პირველზე, ვანახებდით)) ეს ისე ხუმრობით, ამათზე უკეთესი იქნები გოგო, იმიტომ რომ მეტი გამოცდილება გაქვს ვიდრე მაგათ და ეს მალე დამტკიჩდება ცარმატებები, უფრო მეტი მოტივაცია არასდროს დანებდე
va-le
13:10 20-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული