შაკილ ო'ნილი: კობი, პასები რომ გაგეკეთებინა, 12 ბეჭედი გექნებოდა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ცენტრმა შაკილ ო'ნილმა ყოფილ თანაგუნდელს "ლეიკერსში" კობი ბრაიანტს უპასუხა.

ბრაიანტმა თქვა, რომ ო'ნილი საქმისადმი შესაბამისი მიდგომის შემთხვევაში ყველა დროის უდიადესი კალათბურთელი გახდებოდა და კალიფორნიელებს უფრო მეტი ტიტულის მოგებაში დაეხმარებოდა.

შაკილმა კი უპასუხა:

"კობი, 12 ბეჭედი გექნებოდა, პასები რომ გაგეკეთებინა, განსაკუთრებით, "დეტროიტთან" ფინალურ მატჩში.

მე კი არენასთან მახლობლად ძეგლს არ დამიდგამდნენ, ვარჯიშებზე ბევრი რომ არ მემუშავა", - დაწერა ო'ნილმა "ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული