კობი ბრაიანტი: NBA-ს მოგება შაკილ ო'ნილის გარეშე ამიტომ მინდოდა...

AutoSharing Option
NBA-ს 5-გზის ჩემპიონმა და "ლოს ანჟელეს ლეიკერსის" ლეგენდა კობი ბრაიანტმა The Players' Tribune-სთან ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ სურდა ნაციონალური ასოციაციის მოგება შაკილ ო'ნილის გარეშე.

"3 საჩემპიონო ტიტულის მიუხედავად, მე ვიცოდი, რომ კარიერის დასრულების შემდეგ დაიწყებდნენ იმაზე საუბარს, რომ მე მხოლოდ იმიტომ გავხდი დიადი კალათბურთელი, რომ შაკილ ო'ნილთან ერთად ვთამაშობდი. ამიტომაც, მე და შაკი უნდა დავშორებოდით ერთმანეთს. არ მინდოდა, რომ ხალხს ეს არგუმენტი ჩემ წინააღმდეგ გამოეყენებინა და ამიტომაც უნდა მომეგო ტიტული შაკის გარეშე.

მე მსურდა, ადამიანებს ენახათ, თუ რას მივაღწევდი
შაკის გარეშე. ეს იყოს მამოძრავებელი ფაქტორი ჩემთვის. შაკი გადაჭარბებული ძალა იყო", - აღნიშნა 41 წლის ბრაიანტმა.

ბრაიანტმა, რომელმაც ო'ნილთან ერთად ჩემპიონობა 2000, 2001 და 2002 წლებში მოიგო, 2004 წელს, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობას შაკი "ლეიკერსიდან" გააგდებინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული