"გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელმა სტეფ კარიმ წინასასეზონო პერიოდში "მინესოტასთან" მატჩში 40 ქულა მოაგროვა.
"უორიორსმა" "თიმბერვულვზი" 143:123 დაამარცხა.
კარიმ სულ პარკეტზე 25.5 წუთი გაატარა, რა დროშიც თამაშიდან 19-ჯერ ტყორცნა ბურთი, საიდანაც 14 ჩააგდო. სტეფმა 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, 6 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა და ერთი ბლოკი მოაგროვა.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიამ კარიერის დასრულების შემდეგ "უორიორსში" დაიწყო მუშაობა.