NBA. რეგულარული: ბითაძის 8 წუთი, ჰარდენის 59 ქულა და სტეფ კარის მძიმე ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
31 ოქტომბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

როგორც იქნა, გოგა ბითაძის "ინდიანამ" პირველი გამარჯვება მოიპოვა. "პეისერსმა" სტუმრად "ბრუკლინ ნეთსს" 118:108 სძლია.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 8:32 წუთი დაჰყო, თუმცა ქულების მოგროვება ვერ შეძლო. ბითაძემ ამ დროში 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ბლოკი მოაგროვა.

შეხვედრაში კი ყველაზე მეტი, 29 ქულა დომანტას საბონისმა ჩააგდო. "ბრუკლინიდან" 28 ქულით კაირი ირვინგი გამოირჩა.


მატჩის პირველ მეოთხედში მაილს ტერნერმა ტრავმა მიიღო და პარკეტი დატოვა, რის შემდეგაც არ დაბრუნებულა.
ტერნერს ფეხი გადაუბრუნდა და პარკეტი თანაგუნდელების დახმარებით დატოვა.

"ფილადელფიამ" საკუთარ არენაზე "მინესოტას" 117:95 მოუგო, თუმცა ეს შეხვედრა უფრო მეტად იმით გამოირჩა, რომ პირდაპირ პარკეტზე ჯოელ ემბიდმა და კარლ-ენტონი თაუნსმა იჩხუბეს. შედეგად ორივე ცენტრი პარკეტიდან გააძევეს.

altჩხუბი NBA-ში - ფილადელფიასა" და "მინესოტას" კალათბურთელები პარკეტიდან გააძევეს [VIDEO]




"ბოსტონმა" შინ "მილუოკის" 116:105 სძლია. "სელტიქსს" 32 ქულით კემბა უოკერმა ულიდერა. ჯეისონ ტატუმა 25 ქულა მიითვალა, ხოლო გორდონ ჰეივორდმა 21 ქულას 10 მოხსნა და 7 პასი მიამატა. "მილუოკიდან" კრის მიდლტონი გამოირჩა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო, ხოლო იანისმა 22 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა.

"ვაშინგტონსა" და "ჰიუსტონს" შორის შეხვედრაში 317 ქულა ჩავარდა! მოგება "როკეტსს" დარჩა, რომელმაც 159:158 მოიგო.

ჯეიმს ჰარდენმა 59 ქულა ჩაიწერა აქტივში. კლინტ კაპელამ ორმაგი დუბლი შეასრულა - მან 21 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. ჰარდენმა თამაშიდან 32-ჯერ ისროლა და 18-ჯერ ჩააგდო, 14-დან 6 სამქულიანი და 18-დან 17 საჯარიმო.

აი, რესელ უესტბრუკმა კი სამმაგი დუბლი გაიფორმა - 17 ქულა, 10 მოხსნა და 12 პასი გააკეთა. ეს მისი მეორე სამმაგი დუბლია მიმდინარე სეზონში.

"ვაშინგტონიდან" ბრედლი ბილი 46 ქულით გამოირჩა.


"იუტამ" შინ "კლიპერსს" 110:96 სძლია. "კლიპერსის" შემადგენლობაში არ უთამაშია კავაი ლეონარდს, რადგან ისვენებდა.

"გოლდენ სტეიტმა" შინ "ფინიქს სანსთან" ანგარიშით 110:121 წააგო, თუმცა ეს არ არის ყველაზე ცუდი ამბავი "უორიორსისთვის", რადგან მესამე მეოთხედში სტეფ კარიმ ხელი მოიტეხა.


დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლივლენდი-ჩიკაგო 117:111
ორლანდო-ნიუ იორკი 95:83
ტორონტო-დეტროიტი 125:113
ოკლაჰომა-პორტლენდი 99:102
საკრამენტო-შარლოტი 111:118
მკითხველის კომენტარები / 9 /
ფეხბურთზე უფრო შემიძლია ვისაუბრო ვიდრე კალათბურთზე, მაგრამ მაინც დავწერ ჩემს მოსაზრებას იმიტომ რომ ჩვენიანის თემაა:))
მწვრთვნელი, ბითაძეს ათამაშებს თუ შეიძლება ითქვას - "დაკომპლექსებულ კალათბურთს." ანუ ის ამოცანა რითაც გოგა ბითაძე გადის პარკეტზე, მას არასოდეს არ მისცემს საშვალებას საკუთარი თავის, საკუთარი ნიჭის გამოვლენის. ზუსტად არ ვიცი გოგას სათამაშო პოზიციას რა ქვია, აი დაახლოებით ჩვენი ზაზა ფაჩულიას სტილი მოარგეს, არადა გოგა კარგი მსროლელიცაა, საერთოდ ფარში არ უსვრია რომელ სამქულიანზეა საუბარი. ანუ ძაან ცუდ პოზიციაზე ათამაშებენ, ეს მისთვის დარწმუნებული ვარ არის - წამება. არადა კალათბურთი ისეთი სპორტია, თუ ბოლომდე არ გაიხსენი, ვერასოდეს ვერ გამოავლენ შენს თავს: ერთხელ ააცელ, ორჯერ, სამჯერ, ცხრააჯერ, მეათეჯერ ჩააგდებ, და რომ გათამამდები შეიძლება ათიდან ათი ჩააგდო. თუ ასე გაგრძელდა, რთქმა უნდა გოგასთვის უკეთესი იქნება ევროპის რომელიმე კაი გუნდში ითამაშოს სადაც ბოლომდე დაიხარჯება. თუმცა იქამდე იმედია ინდიანაშიც ყველაფერი კარგად წაუვა
ირაკლი
31 ოქტომბერი 2019 16:02
1
გეთანხმებით, რომ სასურველ პოზიციაზე ჯერ შეიძლება არ თამაშობდეს. მაგრამ ახალგაზრდა ახალწვეულს არ მისცემენ თავიდანვე შეტევაში შედარებით დიდ როლს. წარმატების გასაღები არის მოთმინება და საკუთარ თავზე მუშაობა. ნელ-ნელა ყველაფერი დაეწყობა.
ჯონი
31 ოქტომბერი 2019 16:39
0
ინდიანადან დროზე უნდა წავიდეს, სწორედ იმ მიზეზების გამო რაც თქვენ ჩამოთვალეთ! ამგვარად დიდი კალათბურთის ტამაშს არ იწყებენ! დიახ ეს აქსიომაა, ახლა თუ გამოუმუშავეს კალათში ბურთის სროლის სტაბილური შიში, მერე ეს გამოუსწორებელია, არც ვარჯიში შველის და ვერც ფსიქოლოგი! კარგი ბიჭია, ნიჭიერი. სჯობს ახლავე მოვიდეს გონს! იქ სადაც დომანტასი 27 ქულას აკეთებს და გოგა 8 წუთში ვერც ერთს, იქ მას აღარაფერი ესაქმება!
aburjga
31 ოქტომბერი 2019 16:55
2
სტეფ კარის დამტვრევა, აი ეს კი ნამდვილად საშინელებაა!
aburjga
31 ოქტომბერი 2019 13:11
1
აბრატნი ბილეთზე რომ ჩალიჩობდეს ის დროა
lado
31 ოქტომბერი 2019 12:29
32
ვერ გამოიცანი, ვოლდემარ ჩემო... ნბა-ში თავის დამკვიდრება რთული და ხანგრძლივი პროცესია, ბითაძე კი ყველაზე ნიჭიერი და მიზანდასახულია იმ ქართველებს შორის, ვისაც იქ თამაში მოუწია... თავიდან ვერც საბონისი წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ ახლა ისეა, როგორც თევზი წყალში... დაგენაძლავები, მოვა დრო და შეგრცხვება შენი სარკასტული კომენტარის...
მ. ტ.
31 ოქტომბერი 2019 13:36
2
რამ გაგამწარა...
Felisio
31 ოქტომბერი 2019 13:34
1
ყველა გამოხმაურება
მმერე თვითონ უნდა იბრძოლოს ერთი აცილება ერთი სკამზე დასმაა. მასე ჯობია ვიდრე არსროლა და 20 წუთი ცინ და უკან სირბილი.
ddgfdf
31 ოქტომბერი 2019 23:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული