NBA. რეგულარული: ჯიმი ბატლერმა "მაიამის" მოაგებინა, ჰარდენის 50-მა ქულამ "ჰიუსტონს" ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
4 დეკემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

"მაიამი ჰიტმა" სტუმრად "ტორონტო" ოვერტაიმში 110:121 დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო 108:108 დასრულდა.

"მაიამის" ჯიმი ბატლერმა ულიდერა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა - მან 22 ქულა, 13 მოხსნა და 12 პასი მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ეს ბატლერის მეხუთე სამმაგი დუბლია კარიერაში.

ეს "მაიამისთვის" მე-15 მოგებაა მიმდინარე სეზონში 20 მატჩის შემდეგ. შესაბამისად ეს კლუბის ისტორიაში დაფიქსირებული საუკეთესო სტარტია.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 23 ქულა კი ტორონტოელმა ნორმან პოუელმა ჩააგდო.


დრამატული
შეხვედრა გაიმართა სან ანტონიოში, სადაც "სპურსმა" "ჰიუსტონ როკეტსი 135:133 დაამარცხა. გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმი გახდა საჭირო.

ჯეიმს ჰარდენმა 50 (!) ქულა ჩააგდო, რასაც 9 მოხსნა და 6 პასი მიამატა, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

საოცარი შედეგი დააფიქსირა კლინტ კაპელამაც, რომელმაც 22 ქულა და 21 (!) მოხსნა დააფიქსირა. რასელ უესტბრუკმა კი სამმაგი დუბლი მიითვალა - რასელმა 19 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი მოაგროვა. ეს უესტბრუკის მეოთხე სამმაგი დუბლია მიმდინარე სეზონში.

აღსანიშნავია, რომ "ჰიუსტონის" მთავარი მიზეზი ლიდერების სიზუსტის ნაკლებობა იყო. ჰარდენმა და უესტრბუკმა ჯამში თამაშინდა 68-ჯერ ისროლეს და მხოლოდ 18-ჯერ ჩააგდეს.

"სპურსიდან" ლონი უოლკერი 28 ქულით გამოირჩა, ბრაიან ფორბსმა 25 ქულა ჩააგდო, ხოლო დემარ დეროზანმა 23.


დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლივლენდი-დეტროიტი 94:127
ვაშინგტონი-ორლანდო 120:127
ნიუ ორლეანი-დალასი 97:118
დენვერი-ლეიკერსი 96:105
კლიპერსი-პორტლენდი 117:97
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული