NBA. რეგულარული: ლუკა დონჩიჩი თითქმის 3-მაგი დუბლით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დალას მავერიქსის" ახალგაზრდა გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩი 4-მატჩიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა გუნდს და "სან ანტონიოსთან" მოგებულ შეხვედრაში (102:98) სამმაგ დუბლამდე 2 ზუსტი გადაცემა დააკლდა.

თავად შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით, თანაბრად მიმდინარეობდა და საბოლოო ანგარიშიც ამაზე მეტყველებს. დონჩიჩმა პარკეტზე 33 წუთი გაატარა. ამ დროში 24 ქულა, 10 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ლუკას შემდეგ გუნდის საუკეთესო მექულე აღნიშნულ მატჩში ტიმ ჰარევეი გახდა 17 ქულით, კრისტაპს პორზინგისს 13 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა.

ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა "იუტასა" და "პორტლენდს" შორის, რომელიც მასპინძლებმა
121:115 მოიგეს. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო დონოვან მიჩელი იყო 36 ქულით, 26 ქულა მოაგროვა ჯო ინგლსმა, ხოლო რუდი გობერმა მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა - 16 ქულა და 14 მოხსნა. დამარცხებული "პორტლენდის" რიგებში საუკეთესო დამიენ ლილარდი იყო 34 ქულით.

სხვა მატჩების შედეგები:

დეტროიტი-ვაშინგტონი 132:102
ბრუკლინი-ნიუ იორკი 82:94
ოკლაჰომა-მემფისი 97:110
საკრამენტო-მინესოტა 104:105

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული