მაიკლ ჯორდანი: ის გამორჩეული მოთამაშეა, ინტერესით დავაკვირდები მის პროგრესს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა ვერ დამალა "დალას მავერიქსის" ლიდერ ლუკა დონჩიჩის თამაშით აღფრთოვანება.

"ლუკა გამორჩეული მოთამაშეა, თან ასეთი ახალგაზრდა. ის ისეთ სპორტული უნარებით გამოირჩევა, რისი ჩამოყალიბებისათვის ხალხს წლები სჭირდება. მე დიდი ინტერესით მივადევნებ თვალს მის პროგრესს", - განაცხადა მაიკლ ჯორდანმა Talk Basket-თან საუბარში.

მაიკლ ჯორდანმა 6-ჯერ მოიგო NBA-ს საჩემპიონო ბეჭედი და 6-ჯერ გახდა NBA-ს ყველაზე ძვირფასი კალათბურთელი. ლუკა დონჩიჩი კი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მეორე სეზონს ატარებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლუკას შენი თვალთვალი ნაღდად არ ჭირდება.
ozeki.
17:07 29-12-2019
12

სიახლეები პოპულარული