ლუკა დონჩიჩი NBA-ს ALL STAR-ის გამოკითხვაში ლიდერობს - იანისი მეორეა, ლებრონი მესამე

AutoSharing Option
"დალას მავერიქსის" მცველი ლუკა დონჩიჩი NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის გამოკითხვაში ლიდერობს.



დონჩიჩს ყველაზე მეტი ხმა აქვს ორივე კონფერენციაში. მეორე ადგილზე და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი გამოკითხვაში კი "მილუოკის" კალათბურთელი იანის ანტეტოკოუნმპოა.

აღსანიშნავია, რომ მილიონიან ნიშნულს "ლეიკერსის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსიც გადასცდა, რომელიც დასავლეთში მეორე ადგილზეა დონჩიჩის შემდეგ.

NBA-ს ALL STAR-ი ჩიკაგოში 16 თებერვალს გაიმართება. სასტარტო ხუთეულები გულშემატკივრების, კალათბურთელებისა და ჟურნალისტების გამოკითხვებით დადგინდება. გამოკითხვა 20 იანვარს დასრულდება.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული