ლუკა "რეკორდ" დონჩიჩმა კიდევ ერთი მიღწევა დააფიქსირა

AutoSharing Option
"დალას მავერიქსის" სლოვენიელმა გამთამაშებელმა ლუკა დონჩიჩმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, ამჯერად საკუთარი კლუბის.

დღეს, 5 იანვრის დილით, "დალასმა" "შარლოტთან" წააგო დაძაბულ მატჩში: 120:123. მიუხედავად მარცხისა, დონჩიჩი პარკეტზე საუკეთესო იყო და შეხვედრა სამმაგი დუბლით დაასრულა- 39 ქულა, 12 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა.

აღნიშნული სამმაგი დუბლი ახალგაზრდა სლოვენიელისთვის სეზონში მე-10 აღმოჩნდა, რაც "დალასის" რეკორდი გახლავთ. აქამდე სეზონში ყველაზე მეტი სამმაგი დუბლი ჯეიმს კიდს ჰქონდა (9).

ლუკამ NBA-ის მიმდინარე სეზონში 30 შეხვედრა ჩაატარა, საშუალოდ კი 29,1 ქულას, 9,6 მოხსნას, 8,9 ზუსტ გა
დაცემასა და 1,2 ართმევას აგროვებს. 

altლუკა დონჩიჩი NBA-ს ALL STAR-ის გამოკითხვაში ლიდერობს - იანისი მეორეა, ლებრონი მესამე

altლუკა დონჩიჩი მაიკლ ჯორდანის რეკორდების დამხობას განაგრძობს

altNBA. რეგულარული: ლუკა დონჩიჩი თითქმის 3-მაგი დუბლით დაბრუნდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლუკა მეჯიქ ჯონსონიჩ!!!
რა მაფიაა?
13:49 05-01-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული