NBA. საოცარი მატჩი ატლანტაში: ჰარდენის სამმაგ დუბლს ამომავალი ვარსკვლავის სამმაგმა აჯობა, "ჰოუკსს" - "ჰიუსტონმა" [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 9 იანვარს, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მატჩები გაიმართა და ყველასდა გასაკვირად, აუტსაიდერ "ატლანტა ჰოუკსსა" და  "ჰიუსტონ როკეტსს" შორის მატჩი ძალიან სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა 3 მეოთხედის მოგება შეძლეს, შეხვედრა მაინც "ჰიუსტონის" სასარგებლოდ 122:115 (45:29, 32:33, 22:23, 23:30) დასრულდა. აღნიშნულ მატჩში კი ერთდროულად ორი სამმაგი დუბლი დაფიქსირდა.

მასპინძელთა 21 წლის გამთამაშებელმა, NBA-ს ამომავალმა ვარსკვლავმა თრეი იანგმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 39 წუთში 42 ქულასთან ერთად 13 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მოუტანა გუნდს.


"ჰიუსტონის"
ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმაც შეხვედრა სამმაგი დუბლით დაასრულა. "წვერამ" 40 წუთი ითამაშა და ამ დროში 41 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. კლინტ კაპელასაც ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა - 22 ქულა და 22 მოხსნა!!


სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ორლანდო - ვაშინგტონი 123:89
ბოსტონი - სან ანტონიო 114:129
ინდიანა - მაიამი 108:122
შარლოტი - ტორონტო 110:112
დალასი - დენვერი 106:107]
ნიუ ორლეანი - ჩიკაგო 123:108
იუტა - ნიუ იორკი 128:104
გოლდენ სტეიტი - მილოუკი 98:107
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული