კობი ბრაიანტთან ერთად მისი ქალიშვილიც დაიღუპა

AutoSharing Option
ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კობი ბრაიანტის დაღუპვა მთელი სპორტული სამყაროსათვის ნამდვილი შოკია და ტრაგედია კიდევ უფრო დაამძიმა ცნობამ, რომ ლეგენდარულ კალათბურთელთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილი ჯანაც დაიღუპა.

ჯანა კობის მეორე ქალიშვილია. მას ახლობლები ჯიჯის, მამა კი მამბასიტას ეძახდა. TMZ იტყობინება, რომ ისინი ბრაიანტის მიერ დაარსებულ საკალათბურთო "აკადემია მამბაში" მიფრინავდნენ.

ჯანა კალათბურთს თამაშობდა. მამა ამბობდა, რომ ძალიან ნიჭიერი იყო და თავად ავარჯიშებდა, პრაქტიკულ და თეორიულ გაკვეთილებს უტარებდა, ერთად უყურებდნენ, შემდეგ კი არჩევდნენ მატჩებს.

2019 წლის მაისში კობი ამბობდა, რომ ჯიჯის კონეკტიკუტის
უნივერსიტეტის კოლეჯში ლეგენდარული მწვრთნელის, ჯინო ორიმის ხელმძღვანელობით უნდა ეთამაშა. საუბედუროდ, არ დასცალდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Samwuxaroa:(
Shoti
07:05 27-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული