NBA. ბითაძეს მხოლოდ 2 წუთი დაუთმეს, "გოლდენ სტეიტი" კი უკვე "ბრუკლინთან" ნადგურდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ინდიანა პეისერსი" გასვლაზე "ტორონტო რეპტორსს" დაუპირისპირდა და 1 ქულის სხვაობით დამარცხდა - 118:119.

ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ მხოლოდ 2:40 წუთი ითამაშა და ამ დროში მხოლოდ 2 პერსონალური ფოლის "მონადირება" მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ "პეისერსი", მეორე მეოთხედიდან მოყოლებული, სულ წინ იყო, თუმცა შეხვედრაში ბოლო შედეგიანი სროლით სერჟ იბაკამ გამარჯვება კანადელებს მოუტანა.

ინდიანაპოლისელთა ცენტრმა დომანტას საბონისმა შეხვედრა 3-მაგი დუბლით დაასრულა - 15 ქულა, 10 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა. მაილს ტერნერს 23 წუთში 4 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა.


სხვა შეხვედრები

დეტროიტი - ფენიქსი 116:108
ბოსტონი - ორლანდო 116:100
ბრუკლინი - გოლდენ სტეიტი 129:88
ოკლაჰომა - კლივლენდი 109:103
მინესოტა - ატლანტა 120:127
დალასი - მემფისი 107:121
იუტა - დენვერი 95:98
კლიპერსი - მაიამი 128:11
მკითხველის კომენტარები / 2 /
"ბრუკლინში" ირვინგიც თამაშობს და დიურანტიც, მაგრამ ირვინგს ამ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, დიურანტი საერთოდ ამ სეზონში არ გამოჩენილა და უირვინგო და უდიურანტო რუკლითან წააგოო.უძლიერესი შემადგენლობა ქაღალდზე ჰყავს,თამაშში კი არც ისეთი უძლიერესი ზოგს რომ ჰგონია.
"ობიექტური შემფასებელი"
15:21 06-02-2020
2
ბრუკლინში ირვინგი თამაშობს ავტორო, სათაური უკეთ შეგერჩია აჯობებდა, დეანდრე ჯორდანიც მანდაა და ზოგადად უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს, ასე რომ კარგი იქნება პრესას თვალს თუ მიადევნებთ.
ბმბ
13:21 06-02-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული