NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ინდიანა პეისერსი" გასვლაზე "ტორონტო რეპტორსს" დაუპირისპირდა და 1 ქულის სხვაობით დამარცხდა - 118:119.
ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ მხოლოდ 2:40 წუთი ითამაშა და ამ დროში მხოლოდ 2 პერსონალური ფოლის "მონადირება" მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ "პეისერსი", მეორე მეოთხედიდან მოყოლებული, სულ წინ იყო, თუმცა შეხვედრაში ბოლო შედეგიანი სროლით სერჟ იბაკამ გამარჯვება კანადელებს მოუტანა.
ინდიანაპოლისელთა ცენტრმა დომანტას საბონისმა შეხვედრა 3-მაგი დუბლით დაასრულა - 15 ქულა, 10 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა. მაილს ტერნერს 23 წუთში 4 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა.
სხვა შეხვედრები
დეტროიტი - ფენიქსი 116:108
ბოსტონი - ორლანდო 116:100
ბრუკლინი - გოლდენ სტეიტი 129:88
ოკლაჰომა - კლივლენდი 109:103
მინესოტა - ატლანტა 120:127
დალასი - მემფისი 107:121
იუტა - დენვერი 95:98
კლიპერსი - მაიამი 128:11