NBA. თრე იანგი სუპერვარსკვლავობისკენ მიიწევს - 40+ ქულა სეზონში მე-9-ედ ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში "ატლანტა ჰოუკსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და მეტოქე 5-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 140:135.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი ჯორჯიელთა 21 წლის გამთამაშებელი თრე იანგი გახდა, რომელმაც 48 ქულა ჩააგდო და 13 ასისტი მიითვალა.

ახალგაზრდა კალათბურთელისთვის ეს მიმდინარე სეზონში მე-9 შემთხვევა იყო, როცა 40+ ქულა მოიპოვა.  საშუალოდ იანგი 29,7 ქულას, 4,5 მოხსნასა და 9,1 ასისტს აგროვებს. იანგი საშუალო და ჯამური შედეგიანი გადაცემებით მხოლოდ ლებრონ ჯეიმსს ჩამორჩება, საშუალო და ჯამური ქულით კი ლიგაში მე-4 ადგილზეა ჯეიმს ჰარდენის, ჯიანის ანტეტოკუნმპოსა
და დამიენ ლილარდის შემდეგ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტეფ კარის ტრავმის პარალელურად, იანგი ლიგის 1-ელ ნომრებს შორის საუკეთესო თამაშს აჩვენებს.


სხვა შეხვედრების შედეგები

ოკლაჰომა - ბოსტონი 111:112
ფილადელფია - ჩიკაგო 118:111
ვაშინგტონი - მემფისი 99:106
ჰიუსტონი - იუტა 113:114
კლივლენდი - კლიპერსი 92:133
პორტლენდი - მაიამი 115:109
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული