NBA. დრაფტის 1-ლი ნომერი საქმეს შეუდგა - 31 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში "ნიუ ორლეან პელიკანსმა" "პორტლენდ თრეილ ბლაზერსს" უმასპინძლა და მეტოქე 21 ქულის სხვაობით დაამარცხა - 138:117.

შეხვედრაში საუკეთესო კი 2019 წლის დრაფტის პირველი ნომერი, "ნიუ ორლეანის" ფორვარდი ზაიონ უილიამსონი გახდა, რომელმაც 28 წუთში 31 ქულა ჩააგდო, 9-ჯერ მოხსნა ბურთი და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ზაიონმა NBA-ში 9 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 2-ში ვერ შეძლო 20+ ქულის მოპოვება.

პარალელურად, 3-მატჩიანი პაუზის შემდეგ "ჰიუსტონ როკეტსის" მცველმა ჯეიმს ჰარდენმა 40 ქულაზე მეტი მოიპოვა. "წვერამ" "ბოსტონს" 39 წუთში 42
ქულა ჩაუგდო და ლიგის საუკეთესო მექულეთა სიას დამაჯერებლად ლიდერობს. "ჰიუსტონმა" მეტოქე არც ისე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა - 116:105.


სხვა შეხვედრები:

ფილადელფია - კლიპერსი 110:103
ვაშინგტონი - ჩიკაგო 126:114
ოკლაჰომა - სან-ანტიონიო 106:114



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული