შეუდარებელ ფორმაშია “პორტლენდის” ლიდერი დემიენ ლილარდი, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში 50 ქულა, 6 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ლილარდმა 18 ნასროლი ერთქულიანიდან 18-ივე ზუსტად გამოიყენა, ხოლო ზოგადად მისი გუნდი საჯარიმო ხაზზე 31-ჯერ დადგა და 100%-იანი შედეგი, 31 საჯარიმო გამოიყენა.
დემიენს მხარი გარი ტრენტ ჯუნიორმა აუბა, რომელმაც თავი 22 ქულით, 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
რაც შეეხება “ნიუ ორლეანს”, საუკეთესო მექულე ბრენდონ ინგრამი გახლდათ, რომელმაც გუნდს 30 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
კარგი მატჩი ჩაატარა ზაიონ უილიამსონმაც, რომელმაც აქტივში 28 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
23 გამარჯვებითა და 16 მარცხით “პორტლენდი” დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, 17 მოგებითა და 23 მარცხით “პელიკანსი” ამავე კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს.
ეს გუნდები 19 მარტს ისევ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ბითაძემ დაცვაში თავი შესანიშნავად გამოიჩინა! მისი გუნდი დამარცხდა [VIDEO]