ორიგინალი ბრენდი

AutoSharing Option
#ბაზერი

არსებობენ ფაბრიკაციული ქმნილებები, რომლებიც კარგად ისვრიან ან კარგ პასს აკეთებენ. ასევე, არსებობენ ბრენდები, რომლებიც მათი ზეინდივიდუალობითა და საკუთარი სტილით განსხვავდებიან მასიურად ნაწარმოები ქმნილებებისგან. ფოტოზე გამოსახულია ორი დიდი ბრენდი, რომელთაც ვერავის შევადარებთ და არც გვექნება შედარების მოთხოვნილება, რადგან მათი თამაში განსხვავებულ სიამოვნებას გვაძლევს. თუ რაიმე დაგაკლდათ კევინ დურანტში, კავაი ლეონარდი სცადეთ. თუ რაიმე დაგაკლდათ იანის ანტეტოკომპოში, ლებრონ ჯეიმსი სცადეთ... და მაქვს სხვა შემოთავაზებებიც... SALE 70%.

არსებობენ მასები და არსებობენ ერთეულები. გააჩნია ვნებას, რომელიც ადამიანს კალათბურთის მიმართ აქვს. ზოგს "სან ანტონიო"
მოსწონს, ზოგს -  ახლანდელი "ჰიუსტონ როქეთსი". თუმცა მოთამაშეებს ცალკე განვიხილავ. მსიამოვნებს იმ კალათბურთელების ყურება, რომელთაგანაც არაფერს ველი, რადგან არასდროს ვიცი, რამდენად გენიალური იქნება მათი შემდგომი მოქმედები. ხელოვნების მუღამიც ეგაა და სპორტულ ხელოვნებაში სამი ფავორიტი მყავს. ერთი ლებრონ ჯეიმსია. არანორმალური და, ამავდროულად, სუპერეთიკური მონსტრი, რომელიც გონებით სუპერმრავალფეროვანი და ფერადია. მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ სიძლიერე უნდა იყოს მისი მხარე. რეალურად, პეპელაა, რომელიც ყოველი სიკვდილის შემდეგ აღდგომას ეწევა და მორიგი სიცოცხლის დაკარგვამდე უბერავს ქარს...

მეორე - კავაი ლეონარდია. კავაიიი. მშვიდი მკვლელი. თითქოს აკიდებული ჰყავს შვიდი მკვლელი და თვითონ მაინც არ ჰყვება ღელვას, რადგან ყველაზე საძულველი, ცივი და სწრაფი თვითონაა. საძულველი რვიანის ლატენტური მეფე...

მესამე - მაიკლ ჯორდანი. მესამე - ბლოგში, რეალურად - პირველი, მარტივად...

ესაა სხვაობა ფაბრიკაციულ ქმნილებებსა და ორიგინალ ბრენდებს შორის. Okay, იქმნება პატენტებიც, თუმცა - ნაკლები ხარისხით და გამაღიზიანებელი მიმბაძველობით. მე ორიგინალ ბრენდს ვირჩევ. ყველაფერი, რაც ორიგინალია, ასწორებს და ნამდვილია, ერთია და უფასოდ შეძენაც შესაძლებელია...

ევროპული ბრენდები ქმნიან დისკომფორტს, თუმცა კავაის ვერ აჩერებენ. კავაი დახურავს სერიას და ლებრონისკენ მიმავალ გზაზე სვლას აასწრაფებს. ლებრონმა დახურა, უკვე...

ფოტოზეა ორი გენიოსი. ორი ორიგინალი და მყავს სხვა ფავორიტებიც უფრო დაბალი ლიგიდან. ფოტოს ჯორდანი აკლია. ჯორდანი ძაან გასულია...


წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯეიმსმა მოიგო და არ გვიმხელენ
გოგა
12:19 27-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული