იცით, რამდენად ხშირად შევყავართ შეცდომაში დილეტანტობას და ზედაპირულობას?
წარმოიდგინეთ ორი კალათბურთელი, პირობითად - X და Y.
X-ის შედეგი კონკრეტულ მატჩში - 23 ქულა, 2 გადაცემა.
Y-ის შედეგი კონკრეტულ მატჩში - 8 ქულა, 11 გადაცემა.
აბა, რამდენს გაგიელვათ გონებაში, რომ X-ის მონაგარი უფრო ღირებულია, ვიდრე - Y-ის? თქვენ ხომ მტკიცებასაც დაიწყებდით, რომ მართლები ხართ, რადგან 23 გაცილებით მეტია 8-ზე?
საქმეც ამაშია...
იმ X-ის 2 გადაცემით რომ სულ მხოლოდ 3-ქულიანები ჩავარდნილიყო, ეს კალათბურთელი, ჯამში, იქნებოდა 29 ქულის შემოქმედი (23+6). ხოლო Y-ის
ანუ რა გამოდის? 30>29, ხომ?
ეს არის სიმბოლური მაგალითი იმისა, თუ რაოდენ სიღრმისეულ მიდგომას მოითხოვს ეს დიდებული სპორტი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ რაიმეს ვამტკიცებთ და თუ ვამტკიცებთ, კეთილი ვინებოთ და მეტად გავერკვეთ.
ზოგადად, კალათბურთს არ უხდება მხოლოდ ციფრებით საუბარი, თუმცა ესეც პირობითია.
წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე