პირველი მატჩის წაგებით ,,განრისხებული" იანის ანტეტოკოუნმპო აუცილებლად იბრძოლებს რევანშისთვის და, წესით, ექნება იმაზე გაცილებით მეტი მონაგარი, ვიდრე წინა თამაშზე ჰქონდა (18 ქულა, 10 მოხსნა, 9 გადაცემა). ეს სცენარი ძალიან რეალურია, რადგან ამ ბიჭს ,,შურისძიება" ახასიათებს და კარგადაც გამოსდის. შეუტევს ძალიან ბევრს (პირველში მხოლოდ 12-ჯერ შეუტია) და ეს იქნება "ბაქსის" გამარჯვების გასაღები, რადგანაც თუ იანისი თამაშობს, თამაშობს "ბაქსიც".
რაც შეეხება "მაიამი ჰიტს",
მოკლედ რომ ვთქვათ, წესით, "ბაქსმა" უნდა მოიგოს და იანისს უხვქულიანი შეხვედრა უნდა ჰქონდეს.
გადავინაცვლოთ დასავლეთ კონფერენციაში, სადაც, წესით, ნამდვილი ,,ჩეხა" იქნება "ჰიუსტონ როქეთსსა" და "ოკლაჰომა სითი სანდერსს" შორის - Game 7.
ლოგიკას თუ მივყვებით, ჰიუსტონელებმა უნდა მოიგონ და ეს მოგება საკმაო უპირატესობითაც იქნება, რადგან თავიდანვე ეცდებიან, წინ გავიდნენ და უპირატესობა შეინარჩუნონ. მატჩი აუცილებლად იქნება უხვქულიანი.
ტექსასელებმა თუ კრის პოლი ,,გააჩერეს", ჩათვალეთ, რომ OKC ჩამოშლილია და რასელ უესტბრუკის მთავარი დავალება სწორედ ეს იქნება. გარდა ამისა, რობერტ კოვინგტონს მოუწევს დანილო გალინარის მეურვეობა.
წესით და რიგით, "ჰიუსტონ როქეთსმა" დიდი ფორით უნდა მოიპოვოს გამარჯვება.