კევინ დურანტი - ,,ბოროტი" სუპერგმირი

AutoSharing Option
#Bean

,,You know who I am, I'm Kevin Durant" - ამ სიტყვების შემდეგ, თითქოს, მისთვის ყველაფერი პერსონალური გახდა. დაიმახსოვრა თითოეული ჟურნალისტის კრიტიკა და, შემდგომ, ყველა გააჩუმა. აქილევსის ტრავმამდელმა კევინ დურანტმა, ჩემი აზრით, მიაღწია ლეველს, სადაც წარმოუდგენლად სახიფათო გახდა მეტოქისთვის.

• მთელი კარიერა დურანტს, თითქოს, რაღაც აკლდა, ერთი ნაბიჯი, რომელიც მას და მის გუნდს ჩემპიონობამდე მიიყვანდა. ბევრისთვის ეს "რაღაც" შემადგენლობა იყო, ბევრისთვის - ტრავმები ან მათზე უკეთესი ძლიერი მეტოქეები. ჩემი აზრით კი, ეს კევინ დურანტის მენტალიტეტის "ბრალი" იყო. რა თქმა უნდა, არ
ვამბობ, რომ ის უმენტალიტეტო მოთამაშეა

• ყველამ ვიცით, დურანტულას შესაძლებლობებს შეტევაშიც და დაცვაშიც ლიმიტი არ აქვს, მაგრამ ამ ლიმიტს თავადვე უქმნიდა საკუთარ თავს. ყველა კრიტიკას, მეტოქისგან იდაყვის მირტყმას და გაღიზიანების მცდელობას, გუნდელებზე გაბრაზებას, წარუმატებელ მატჩებს, კევინი მოედნის იქით ტოვებდა და ეს ყველაფერი მის თამაშზე არ აისახებოდა. თითქოს, არ აძლევდა მოტივაციას, ყოველშემთხვევაში ეს არ ჩანდა. ხანდახან კევინ დურანტობა არ მოსწონდა და მისგან გაქცევას ცდილობდა. მოკლედ, მისი მონაცემების პერსონისთვის ზედმეტად კარგი იყო.

• გოლდენ სტეიტ უორიორსში წასვლის შემდეგ, ცუდი ბიჭის იმიჯი და როლი მოირგო. მიხვდა, რომ ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნებოდა და არც უნდა ყოფილიყო. ჩემი აზრით, ოქროს შტატში საკუთარი თავი იპოვა. რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად დიდია სტეფ კარის როლი დომინაციაში და, ზოგადად, ჩემპიონობებში, რამაც დურანტი იმ სიტუაციაში ჩააყენა, რომელზეც ამ ბლოგში ვსაუბრობ, თუმცა, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ძველი კევინ დურანტით უორიორსი ასეთი დინასტია ვერ გახდებოდა.

• Villain  ბოროტი პერსონაჟი, რომლის ქცევები ან მოტივები უმნიშვნელოვანესია ისტორიისთვის. ჯოკერი, ვოლდემორტი, ლოკი... კევინ დურანტი... ამ პერსონაჟების გარეშე ისტორიები არ შედგებოდა. კევინს გარშემო არანაკლები Villain-ები ჰყავდა, სწორედ ამიტომ, შობას სახლში მარტო დარჩენა აღარ უწევდა.

• კეიდისთვის ნეგატიური ენერგია მოტივაციის წყარო გახდა, რასაც გაბრაზება ემატებოდა და ვიღებდით იმას, რაც პატრიკ ბევერლიმ და მთელმა ლოს ანჯელეს კლიპესმა საკუთარ თავზე იწვნია. გაანალიზა, რომ მისთვის ლიმიტი არ არსებობდა და კევინ დურანტად ყოფნით უდიდეს სიამოვნებას იღებდა. დაიმახსოვრა ყველა, ვინც აწყენინა და სათითაოდ მიხედა. რასელ უესტბრუკით დაიწყო და ლებრონ ჯეიმსით დაასრულა. აღარც Burnet Account-ებს მალავდა. მახსოვს, 2016-17 წლების სეზონის საწყისი მატჩი ფინიქს სანსის წინააღმდეგ, გაბრაზებული კევინ დურანტის ჩატენვა და გაჩუმებული დარბაზი. მსგავსი აგრესიით კევინს მოედანზე არაფერი გაუკეთებია. მას შემდეგ, მისი აგრესია არ დაუკარგავს.

• კიდევ გავიმეორებ, უორიორსის გარეშე, დურანტი საკუთარ პიკს ვერ მიაღწევდა. პიკს, რომელიც უკანასკნელ ფლეიოფებში ვიხილეთ. მაგრამ ,,კეთილი" დურანტით უორიორსი სულ სხვა გუნდი იქნებოდა.

• სწორედ, ეს აშორებდა, ჩემი აზრით, დურანტს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმამდე მაქსიმალურად მისაახლოებლად. ძნელია, ივარაუდო, როგორი დაბრუნდება ტრავმიდან, მაგრამ, ვფიქრობ, მან, უკვე, იპოვა მისთვის სწორი და კომფორტული მენტალური მდგომარეობა, რაც უფრო დიდ იმედს მაძლევს, რომ ძველი კევინ დურანტი რაღაც დოზით დაბრუნდება. ძნელი იქნება იმ ტექნიკური და ფიზიკური ფორმის აკრეფვა, მაგრამ მისი მენტალიტეტი არსად წასულა.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ "გულშემატკივარი"....მეც მაგაზე ვიფიქრე...ჩვენ ეტყობა ლეველი არ გვყოფნის და ალბათ სენსიტივი გვაკლია...!!!

ნუგზარ ნუცუბიძე
21 სექტემბერი 2020 02:30
1
ყოჩაღ, კიდევ ერთი ქართული სიტყვა უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან! დონეს მიაღწიაო რომ თქვა, გოიმად ჩაგთვლიან. ამიტომ უნდა თქვა ლეველს მიაღწიაო! ასე სულ სხვაგვარად ჟღერს! თან მკითხველიც ხომ უნდა მიახვედრო, რომ ინგლისური იცი?!
გულშემატკივარი
21 სექტემბერი 2020 00:06
2
თუ ძმა ხარ მითხარი მართლა დონე ეწერა და კომენტარის შემდეგ შეასწორა?:)
emigranti
21 სექტემბერი 2020 02:14
0

სიახლეები პოპულარული