"ლეიკერსი" მიდის კრიტიკული ნიშნულისკენ, "დენვერი" ცდილობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალი, "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" 105:103 "დენვერ ნაგეთსი". სერიაში ანგარიში 2:0.

ეს იყო ისტორიული მატჩი, სადაც ენტონი დეივისმა ჩაიდინა სასწაული და ბოლო 2 წამში მოიგო წაგებული თამაში 3-ქულიანი ტყორცნით.

მარტივად რომ ვთქვათ, პირველი ნახევარი "ნაგეთსმა" იდეალურად ითამაშა, "ლეიკერსისგან" განსხვავებით. აქ მარტო ლებრონი ,,ინძრეოდა", თუმცა მეორე მეოთხედიდან ფრენკ ვოგელმა უფრო სისტემაზე ააგო ლოსანჯელესელთა შეტევები და ამან, იდეაში, გაამართლა.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "დენვერმაც" ძალიან მოუმატა მეორე ნახევარში და 15-ქულიანი ჩამორჩენაც კი გაქვითა. ბოლო წამებამდე იგებდა კიდეც.

"ლეიკერსი":
ენტონი
დეივისი - 31 ქულა, 9 მოხსნა, 2 დაფარება
ლებრონ ჯეიმსი - 26 ქულა, 11 მოხსნა, 2 დაფარება
დენი გრინი - 11 ქულა, 3 ჩაჭრა
კენტავიუს ქალდველ-პოუპი - 11 ქულა

"ნაგეთსი":
ნიკოლა იოკიჩი - 30 ქულა, 6 მოხსნა, 9 გადაცემა, 4 ჩაჭრა
ჯამალ მარეი - 25 ქულა, 6 მოხსნა
მაიკლ პორტერ ჯუნიორი - 15 ქულა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლო ორ წამში მოიგოო,რომ წერთ საადაა ეგ წამები ვიდეოში,პირველ მეოთხედს რომ გვანახებთ:)
Katsu
14:42 22-09-2020
0

სიახლეები პოპულარული