"გოლდენ სტეიტ უორიორსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა ძველი დრო გაიხსენა და მაიკლ ჯორდანის შესახებ გააკეთა კომენტარი, რომელთან ერთადაც 3-ჯერ ზედიზედ მოიგო NBA-ს ბეჭდები.
"ჩვენ შორის ურთიერთპატივისცემაა. მუდმივ კონტაქტზე არ ვართ, წელიწადში 1-2-ჯერ ვხვდებით ერთმანეთს შარლოტში თამაშისას ან "ყველა ვარსკვლავის" პერიოდში, გოლფის ტურნირზე. ვიკვეთებით, რადგან მსგავსი მარშრუტები გვაქვს და შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა.
კარგია ძველი დროისა და თანაგუნდელების გახსენება. კარგი პერიოდი იყო. თუმცა, მაიკლის თანაგუნდელობა ყველასთვის ძალიან რთული გახლდათ.
ალბათ, საუკეთესო გადაწყვეტილება ის იყო, რომ ჩემი მისამართით ყველანაირი სიბინძურის თქმის უფლებას არ
ვაძლევდი. ღირსება არასოდეს დამითმია. ამიტომაც მცემდა პატივს. მას შემდეგ კარგი ურთიერთობა გვაქვს", - აღნიშნა კერმა.
მომზადებულია EssentiallySports-ის მიხედვით