"ლებრონ ჯეიმსს ორივე ფინალში ვაჯობე და თუ ის საუკეთესოა, მე ვინ გამოვდივარ?!"

AutoSharing Option
"ბრუკლინის" ფორვარდმა კევინ დურანტმა ნათელყო, რომ "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერ ლებრონ ჯეიმსს NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ არ მიიჩნევს.

"ხალხი ჩემ მიერ მოპოვებული ჩემპიონობის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენს ეპოქაში ეს ტიტულები ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

ვიღაცები ამბობენ, რომ ლებრონი კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. ფინალში ზედიზედ ორჯერ შევხვდი და ორივეჯერ დავამარცხე. თუ ის საუკეთესოა, მე რა უნდა მიწოდონ?" - განაცხადა დურანტმა.

კევინ დურანტმა NBA-ს ბეჭდები "გოლდენ სტეიტ უორიორსში" თამაშისას მოიპოვა. 2019 წელს კი "ბრუკლინ ნეთსში" გადავიდა, თუმცა ახალ
გუნდში ტრავმის გამო არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

მომზადებულია NetsDaily-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
კევინ დურანტი საუკეთესო ფორმაში ლებრონ ჯეიმსს საუკეთესო ფორმაში ბევრად ჯობს! ჩვეულებრივი თამაშის დროსაც უკეთესი იყო! და კარგად მახსოვს, ფინალების დროს, ტომპსონს ან კარის თამაში თუ არ წაუვიდოდა, თვითონ ხდებოდა ლიდერი, თან საუკეთესო ლიდერი! ჩემი აზრით ჯორდანის შემდგომ პერიოდში საუკეთესოა!
alexandre
28 ოქტომბერი 2020 13:36
18
ხო მეც მახსოვს საუკეთესოდ რომ თამაშობდა ლებრონი მაშინ დურანტმა ყველა შეხვედრა რომ წააგო რეგულარულში და ფლეიოფში. ეგ მახსოვს.
ლიქსო საუ
31 ოქტომბერი 2020 13:45
1
კევინ დურანტი საერთოდ მასხარაა და ეს ბევრჯერ დამტკიცდა,,ლებრონს აღიარებენ თვით ლეგენდებიც და ვიღაც ყლ...ინ დორანტის აზრი არავის არ აინტერესებს
alexsandres
28 ოქტომბერი 2020 15:09
15
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული