NBA-ს ვარსკვლავის შვილი მამას: მძულხარ!

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ცენტრ დუაით ჰოვარდის შვილმა ბრეილონმა ჩაწერა ვიდეო, რომელიც GossipoftheCity.com-ზე გამოქვეყნდა და მთელი მსოფლიო მოიარა.

ბიჭუნა ამბობს:

"კარგ მამად არ მიმაჩნიხარ. არასდროს მელაპარაკები ხოლმე. მძულხარ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმემ დამავალა, მართლა ვერ გიტან. არასდროს მეხმიანები, რაღაცას მე და დედას მხოლოდ მაშინ გვიკეთებ, შენთან ახლოს თუ აღმოვჩნდებით. ეს კი იშვიათად ხდება", - თქვა ბრეილონმა.

თავად დუაით ჰოვარდმა კი თავი იმართლა, განაცხადა, რომ ასეთი ცუდი ადამიანიც არ არის და შვილი სიკვდილამდე ეყვარება.

NBA-ს ვარსკვლავს 5 სხვადასხვა ქალისაგან
5 შვილი ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგათი ცხოვრების წესსა და დამოკიდებულებებს სამაგალითოდ რომ გვისახავენ და ახალგაზრდობა გადაგვირიეს,ეს მოსწონთ?მაგათ თავისი წესით გაუმარჯოთ,მათია ,შეგუებულები არიან და ალბათ მათთვის სასარგებლოცაა,მაგრამ ჩვენის შეცვლას,რატომ გვაძალებენ?ჩვენ ხომ ჩვენი,სრულიად განსხვავებული ტრადიციები გვაქვს და ქართველი,ბოლო ხანობამდე,ნადვილად არ იყო მათზე ნაკლებად ჰუმანური,ან განათლებული.განათლების სისტემაში რატომ ნერგავენ მათებურ მოდგომებს?ხომ აშკარაა,რომ ახლანდელი ცხოვრების წესი,ადამიანებს,შეუდარებლად უფრო აგრესიულს,ჩაკეტილს ხდის და განათლების დონეც,კრიტიკულად დაეცა.
სოსო
17:28 31-10-2020
0

სიახლეები პოპულარული