დუაიტ ჰოვარდი და პისტოლეტი

AutoSharing Option
"ჰიუსტონ როკეტსის" ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი დუაიტ ჰოვარდი ქალაქ ჰიუსტონის აეროპორტში ცეცხლსასროლი იარაღით დააკავეს. კალათბურთელს დატენილი პისტოლეტი შეჰქონდა თვითმფრინავში.

ინციდენტი სამი დღის წინ მოხდა, როცა ჰოვარდი ჰიუსტონის აეროპორტიდან გაფრენას აპირებდა. სწორედ იქ დააკავეს "სუპერმენი". შემოწმების მომენტში, კალათბურთელის ხელბარგში აღმოაჩინეს ავსტრიული პისტოლეტი Glock 26, რომელიც დატენილი იყო.

"როკეტსის" ცენტრმა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს განუცხადა, რომ უბრალოდ დაავიწყდა იარაღის შინ დატოვება. ამის შემდეგ, კალათბურთელმა პისტოლეტი სპეციალიზებულ კომპანიას ჩააბარა და ის პოლიციამ გაანთავისუფლა. ჰოვარდი ჰიუსტონიდან მომდევნო რეისით გაემგზავრა.

მოთ
ამაშეს ამ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი არ წაუყენეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული