17 ნოემბრის სატრანსფერო სიახლეები [PHOTO]

AutoSharing Option
"ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში" გუნდებს შორის მოთამაშეების გაცვლა დაიწყო. 

ზოგი გუნდი გაძლიერდა, ზოგმაც ლატარიის "ბილეთების" შეგროვება დაიწყო. 


ბოგდან ბოგდანოვიჩი - "მილუოკი ბაქსში"

Sportall.Ge

"მილუოკი ბაქსმა" სერბი გამთამაშებელი ბოგდან ბოგდანოვიჩი დაიმატა. გუნდისთვის შესანიშნავი ევროპელი, რომელიც გიანისის ცუდ სროლას გადაფარავს. 

"ბაქსმა" სერბი სამ მოთამაშეში: დივინცენჩოში, ილიასოვასა და ვილსონში გაცვალა. 




ჯრუ ჰოლიდეი - "მილუოკი ბაქსში"

Sportall.Ge



ბერძნის წასვლის საშიშროების გამო, როგორც ჩანს, "მილუოკის" ხელმძღვანელობამ გიანისს ძლიერი მოთამაშეების მოყვანა დაუწყო. ჯრუ ჰოლიდეი "ნიუ ორლეანში" გამოდიოდა. ძალიან კარგი დაცვით და კარგი შეტევით.

"ირმებმა" ჯრუში ბლედსოუ, ჰილი, 3 პირველი რაუნდის პიკი ( მომავლის) და 2 პიკი (მომავლის) გაცვალა. 

კოვინგტონი -
"პორტლენდში"

Sportall.Ge



"ჰიუსტონმა" რობერტ კოვინგტონი ტრევორ არიზასა და 2020 და 2021 წლების პირველი რაუნდის პიკის სანაცვლოდ "პორტლენდში" გაუშვა. 

რეალურად რთული სათქმელია, ვინ იმარჯვა, რადგან როკო გუნდის ერთ-ერთი (თუ საუკეთესო არა) საუკეთესო დამცველი გახლავთ, ხოლო არიზა უკვე ასაკშია და რამდენად ჩაჯდება ტეხასელთა ფილოსოფიაში, არავინ იცის. ამას დრო აჩვენებს. 


კრის პოლი - "ფინიქს სანსში"

Sportall.Ge



პოლს თითქოსდა "კლიპერსს" უკავშირებდნენ, სადაც მას კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი უნდა დახვედროდნენ, მაგრამ საბოლოოდ "ოკლაჰომას" ხელმძღვანელობამ საკმაოდ ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო. 

ბებერი "გენერლისა" და აბდელ ნეიდერი "ფინიქს სანსში" გაცვალა. საპასუხოდ რიკი რუბიო, კელი უბრე, ტაი ჟერომი, ჯალენ ლექუი და 2022 წლის პირველი რაუნდის პიკი მიიღო. 

დენის შროდერი - "ლოს ანჯელეს ლეიკერსში"

Sportall.Ge

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" პირველივე ტრანსფერში მათთვის ყველაზე საჭირო მოთამაშე დაიმატა. გერმანელი კარგი გამთამაშებელი, დამცველი და მსროლელია. 

"ოკლაჰომამ" დენისისთვის დენი გრინი და 2020 წლის 28-ვე არჩევნის უფლება მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული