ნიკოლა იოკიჩის ფანტასტიკური ციფრები და პირველი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 29 დეკემბერს, "დენვერ ნაგეტსმა" "ჰიუსტონ როკეტსს" უმასპინძლა და 124:111 დაამარცხა. 

მასპინძელთა რიგებიდან საოცარი ციფრები დააფიქსირა გუნდის ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც 19 ქულა, 12 მოხსნა, 18 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. 

კარგი მატჩი ჩაატარა ასევე ჯამალ მარიმაც, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოუტანა. 

"ჰიუსტონის" ლიდერის, ჯეიმს ჰარდენის შესანიშნავი თამაშით გუნდმა კვლავ ვერ მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-
15 ადგილზე იმყოფება. 

ჯეიმსის ანგარიშზე 34 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.

კვლავ კარგი იყო გუნდის ახალწვეული კრისტიან ვუდი, რომელმაც გუნდს 23 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოუტანა. 

"ნაგეტსი" 1 გამარჯვებითა და 2 მარცხით ბოლოსწინა, მე-14 ადგილს იკავებს. 

alt"საუკეთესო ახალგაზრდამ" მძიმე ტრავმა მიიღო, მისმა გუნდმა მაინც იმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
რისი ჯაბარი და რისი ადმირალი, იოკიჩი უკვე არის ყველა დროის საუკეთესო ცენტრი. ტალანტი!
0
ბითაძე აი ვის უნდა მიბაძო და არ იკოტრიალო კრაოტზე.
2

სიახლეები პოპულარული