სტეფ კარის ბენეფისი და კარიერის საუკეთესო მატჩი "პორტლენდთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 4 იანვარს, "გოლდენ სტეიტმა" "პორტლენდს" უმასპინძლა და 137:122 დაამარცხა. 

კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა "ოქროსშტატელების" ლიდერმა სტეფ კარიმ, რომელმაც არასრულ 37 წუთში 62 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 

სტეფმა 8 სამქულიანი და 18 საჯარიმო ჩააგდო და თავისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. 

კლუბის ახალწვეულებმა, ენდრიუ ვიგინსმა და კელი უბრემ ასევე კარგი მატჩი ჩაატარეს, რომლებმაც ჯამში გუნდს 38 ქულა მოუტანეს (ვიგინსი 21, უბრე 17). 

"პორტლენდის" რიგებიდან საუკეთესო დემიენ ლილარდი გახლ
დათ, რომელმაც თავი 32 ქულას, 4 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემასა და 1 დაფარებას მოუყარა. 

სიჯეი მაკალუმის ანგარიშზე 28 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გახლდათ. 

6 მატჩის შემდეგ "უორიორსი" 3 მოგებითა და ამდენივე მარცხით მე-8 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება "ტრეილბლეიზერსს", ისინი ამავე შედეგით მე-6 ადგილს იკავებენ. 

altისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო შემტევმა ჩაგდებული ქულებით უდიდეს ლეგენდას გადაასწო [VIDEO+PHOTO ]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული