კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა "ოქროსშტატელების" ლიდერმა სტეფ კარიმ, რომელმაც არასრულ 37 წუთში 62 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
სტეფმა 8 სამქულიანი და 18 საჯარიმო ჩააგდო და თავისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.
კლუბის ახალწვეულებმა, ენდრიუ ვიგინსმა და კელი უბრემ ასევე კარგი მატჩი ჩაატარეს, რომლებმაც ჯამში გუნდს 38 ქულა მოუტანეს (ვიგინსი 21, უბრე 17).
"პორტლენდის" რიგებიდან საუკეთესო დემიენ ლილარდი გახლდათ, რომელმაც თავი 32 ქულას, 4 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემასა და 1 დაფარებას მოუყარა.
სიჯეი მაკალუმის ანგარიშზე 28 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გახლდათ.
6 მატჩის შემდეგ "უორიორსი" 3 მოგებითა და ამდენივე მარცხით მე-8 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება "ტრეილბლეიზერსს", ისინი ამავე შედეგით მე-6 ადგილს იკავებენ.
ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო შემტევმა ჩაგდებული ქულებით უდიდეს ლეგენდას გადაასწო [VIDEO+PHOTO ]