"ვაშინგტონის" რიგებიდან საუკეთესო ბრედლი ბილი გახლდათ, რომელმაც 27 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.
რასელ უესტბრუქმა გუნდს 24 ქულა, 5 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოუტანა.
კვლავაც შესანიშნავად თამაშობს ტომას ბრაიანტი, რომელმაც 28 წუთში 21 ქულის, 14 მოხსნის, 2 გადაცემისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოახერხა.
"ბრუკლინიდან" კაირი ირვინგი გამოირჩა, რომელმაც 30 ქულა, 5 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.
კევინ დურანტმაც კარგი მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 28 ქულა, 11 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ დურანტმა ბოლო წამებზე მატჩის მომგები სროლა გააფუჭა და გამარჯვება დედაქალაქელებს გაატანა.
სტეფ კარის ბენეფისი და კარიერის საუკეთესო მატჩი "პორტლენდთან" [VIDEO]