"ვაშინგტონის" ზედიზედ მეორე გამარჯვება, დურანტმა მატჩის მომგები სროლა გააფუჭა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 4 იანვარს, "ბრუკლინმა" "ვაშინგტონს" უმასპინძლა. მატჩი სტუმრების გამარჯვებით, 123:122 დასრულდა. 

"ვაშინგტონის" რიგებიდან საუკეთესო ბრედლი ბილი გახლდათ, რომელმაც 27 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. 

რასელ უესტბრუქმა გუნდს 24 ქულა, 5 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოუტანა. 

კვლავაც შესანიშნავად თამაშობს ტომას ბრაიანტი, რომელმაც 28 წუთში 21 ქულის, 14 მოხსნის, 2 გადაცემისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოახერხა. 

"ბრუკლინიდან" კაირი ირვინგი გამოირჩა, რომელმაც 30 ქულა, 5 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე
დაფარება მიითვალა. 

კევინ დურანტმაც კარგი მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 28 ქულა, 11 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ დურანტმა ბოლო წამებზე მატჩის მომგები სროლა გააფუჭა და გამარჯვება დედაქალაქელებს გაატანა. 

altსტეფ კარის ბენეფისი და კარიერის საუკეთესო მატჩი "პორტლენდთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული