გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ, რომელმაც 33 ქულა, 16 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
შესანიშნავი გახლდათ ასევე ტიმ ჰარდევეი ჯუნიორი, რომელმაც 30 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
"ჰიუსტონიდან" საუკეთესო მექულე კრისტიან ვუდი აღმოჩნდა, რომელმაც თავი 23 ქულას, 7 მოხსნას, 1 ჩაჭრას და ამდენივე დაფარებას მოუყარა.
ჯეიმს ჰარდენმა მისთვის შესაფერისი მატჩი ვერ ჩაატარა. "წვერამ" საკუთარ ანგარიშზე 21 ქულა, 3 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააფიქსირა. ნებისმიერი სხვა მოთამაშისთვის ეს იდეალური სტატისტიკა იქნებოდა, მაგრამ ჰარდენმა თავისი თამაშის თამასა ძალიან მაღლა ასწია.
კარგი გახლდათ ერიკ გორდონიც, რომელმაც გუნდს 20 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა.
"ვაშინგტონის" ზედიზედ მეორე გამარჯვება, დურანტმა მატჩის მომგები სროლა გააფუჭა [VIDEO]