გუნდს ფანტასტიკურად შეეწყო ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც არასრულ 41 წუთში 34 ქულა, 6 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. ჯეიმსმა თამაშიდან კარგი პროცენტით შეუტია, 25 ნასროლი ბურთიდან 13 ზუსტად მოათავსა, ხოლო უშუალოდ სამქულიანიდან - 3/10, საჯარიმო სროლიდან კი - 5/6. აღსანიშნავია, რომ ჰარდენმა ბურთი 6-ჯერ დაკარგა.
ჯეიმს ჰარდენი გახლავთ ისტორიაში პირველი კალათბურთელი, რომელმაც ახალი კლუბის პირველ 2 შეხვედრაში მინიმუმ 30 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
საოცარ ფორმაშია ასევე მისი თანაგუნდელი კევინ დურანტი, რომელიც უმძიმესი ტრავმიდან შესანიშნავად დაბრუნდა. კევინმა დღევანდელ შეხვედრაში 30 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა.
კარგი მატჩი ჩაატარა ჯო ჰარისმაც, რომელმაც თავი 20 ქულას, 6 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა.
"მილუოკის" რიგებიდან საუკეთესო ბერძენი სუპერვარსკვლავი იანის ანტეტოკუმპო გახლდათ. იანისმა გუნდს 34 ქულა, 12 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მოუტანა. ანტეტოკუმპომ თამაშიდან ნასროლი 26 ბურთიდან 13 ზუსტად მოათავსა, ჩააგდო 2 სამქულიანი 6-იდან და 6 საჯარიმო ტყორცნა 8-დან.
კარგი მატჩი ჩაატარა ასევე კრის მიდლტონმაც, რომელმაც 25 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა დააგროვა.
ჯრუ ჰოლიდეის ანგარიშზე 22 ქულა, 4 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
15 თამაშის შემდეგ 9 მოგებითა და 6 მარცხით "ბრუკლინი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "ბაქსს", ისინი 9 მოგებითა და 5 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფებიან.
"მილუოკი" მომდევნო მატჩს 22 იანვარს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო "ნეტსი" 21 იანვარს "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდება.
დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი - ლუკამ ჯორდანსაც გადაასწრო [VIDEO]
გოგა ბითაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სოლიდური დროით დაბრუნდა [VIDEO]
NBA. რეკორდების ცვენა "ბრუკლინის" მატჩში: "წვერამ" და დურანტმა ფენომენალური მატჩი ჩაატარეს [VIDEO]
არასდროს დანებდე! ანტეტოკუნმპოს გზა გაჭირვებიდან ისტორიაში ყველაზე დიდ კონტრაქტამდე [PHOTO+VIDEO]