7 წლის წინ 66%-ით ჩაგდებული 62 ქულა! კარმელო ენტონის ისტორიული მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზუსტად 7 წლის წინ, 2014 წლის 24 იანვარს, თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო შემტევმა კარიეროს საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 

კარმელო ენტონიმ “შარლოტ ჰორნეტსის” წინააღმდეგ 38 წუთში 62 ქულა (23/35) და 13 მოხსნა დააგროვა. მელომ ეს შედეგი 0 დაკარგვით დააგვირგვინა. 

აღსანიშნავია, რომ “ნიუ იორკის მეფემ” 6/11 სამქულიანი ჩააგდო და გულშემატკივარს დიდებული სანახაობა შესთავაზა. 

დღესდღეობით კარმელო “პორტლენდ ტრეილბლეიზერსში” გამოდის და დემიენ ლილარდთან ერთად დასახული მიზნისთვის იბრძვის. 

altისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო შემტევმა ჩაგდებული ქულებით უდიდეს ლეგენდას გადაასწო [VIDEO+PHOTO ]


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული