ახლა დაფრინავს მაინცდამაინც! გოგა კვლავ არ ათამაშეს, "ინდიანა" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 24 იანვარს, "ინდიანა პეისერსმა" "ტორონტო რეპტორსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 107:102 დასრულდა.

"ინდიანას" რიგებში კვლავაც არ ათამაშებენ ქართველ გოგა ბითაძეს. შეგახსენებთ, წინა მატჩში გოგა პარკეტზე 20 წამის განმავლობაში იმყოფებოდა.

ამის მთავარი მიზეზი მაილის ტარნერის სასწაული თამაშია. გუშინდელ მატჩში მაილისმა თავი 25 ქულას, 4 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას, 3 ჩაჭრასა და 6 დაფარებას მოუყარა.

"პეისერსის" რიგებიდან ასევე ჯასტინ ჰოლიდეი გამოირჩა, რომელმაც 16 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

დომანტას საბონისის ანგარიშზე 10 ქულა, 19 მოხსნა და
5 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

რაც შეეხება "რეპტორსს", შესანიშნავად ითამაშა ოჯი ანუნობიმ, რომელმაც გუნდს 30 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 5 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

ფრედ ვანვლიტის ანგარიშზე 21 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ.

ნორმან პოუელმა 20 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

16 ტურის შემდეგ "ინდიანა" 9 გამარჯვებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება "ტორონტოს", 7 გამარჯვებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.

26 იანვარს ეს გუნდები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გოგას ერთერთი მთავარი კოზირი,კარგი სამქულიანი ტყორცნა იყო,მაგრამ ვხედავთ,რომ ორივე ცენტრი,მასზე უკეთ და თავდაჯერებით ისვრის,ისედაც მასზე უფრო მობილურები და აგრესიულები არიან.აჰა,კაცმა ხელი მოიტეხა და მაინც რა დონეზე თამაშობს.გოგა კი,შეშინებული გამოდის მოედანზე.თუ თავის თავში არ იპოვა,ძალა და თავდაჯერება,მაშინ ინდიანაში არაფერი ესაქმება.არავინ დაუწყებს ლოდინს,ვათამაშოთ და ათამაშდებაო.აგერ ტერნერი არ იყო და მაინც არ ათამაშეს.ამ თამაშშიც,საშინლად თამაშობდა გუნდის ერთი ლიდერი,ბროგდონი,რომელმაც უამრავი შეცდომა დაუშვა და 10-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო,მხოლოდ.საბონისმაც,მეორე ტაიმში,ქულაც ვეღარ აიღო და მიუხედავად ამისა,გოგა მაინც არ გამოუშვეს,ესე იგი,ის კიდევ უფრო უარეს ფორმაშია,ან კიდევ, ფეხი ვერ მოირჩინა?არ ვიცით.ჩვენ მხოლოდ შედეგს ვხედავთ და არ მოგვწონს.
სოსო
14:12 25-01-2021
1
სასწრაფოდ ან სხვა გუნდში უნდა გადავიდეს ან ევროპაში დაბრუნდეს ერთი სეზონით მაინც!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
15:36 25-01-2021
1

სიახლეები პოპულარული