NBA. "ინდიანამ" მოიგო! გოგამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 28 იანვარს, "შარლოტ ჰორნეტმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 116:106 დასრულდა.

ზედიზედ მეორე მატჩია "პეისერსის" შემადგენლობაში 10 წუთზე მეტი სათამაშო დრო ეძლევა გოგა ბითაძეს. დღევანდელ შეხვედრაში ქართველმა პარკეტზე 10 წუთი დაჰყო, რა დროშიც 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა. 10 წუთისთვის მშვენიერი სტატისტიკაა.


რაც შეეხება საუკეთესოს, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა დაგ მაკტერმოტმა, რომელმაც 28 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

მალკომ ბროგდონმა თავი 25 ქულით, 7 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1
დაფარებით გამოიჩინა.

სამმაგი დუბლი შეასრულა დომანტას საბონისმა, რომელმაც 22 ქულა, 11 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ამასთან ერთად, ევროპელს 5 დაკარგვა ჰქონდა.

აღსანიშნავია მაილის ტერნერის 5 დაფარება. ასევე მის ანგარიშზე 27 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

რაც შეეხება "შარლოტს", ერთდროულად 6-მა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ზღვარი.

საუკეთესო ტერი როზიე გახლდათ, რომელმაც გუნდს 20 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

პიჯეი ვაშინგტომა 18 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

გორდონ ჰეივორდი ამჯერად 16 ქულას, 1 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემასა და 1 დაფარებას დასჯერდა.

18 თამაშის შემდეგ 11 გამარჯვებითა და 7 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "შარლოტს", 7 მოგებითა და 11 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფება.

მომდევნო მატჩში ეს გუნდები კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 30 იანვარსაა ჩანიშნული.


მკითხველის კომენტარები / 2 /
აშკარა პროგრესია, გოგაზე მიძღვნილ სტატიაში/ვიდეოში, წამიერად (მაგრამ მაინც) თვითონ გოგაც გამოჩნდა.
ისე მაინც
12:51 28-01-2021
1
კარგია,მაგრამ ქულები მეცოტავება.პერიმეტრიდან სროლას აღარ ცდილობს,ეტყობა ასე მიუთითეს.საბონისიც და ტერნერიც,ძალიან კარგად თამაშობენ და მათ ფონზე,10-12 წუთი სისტემატურად თუ ათამაშეს,დასაწყისისათვის მაინც,ურიგო არ არის.მერე კი,შეხედავენ და ისე მოიქცევიან,როგორც გუნდისათვის აჯობებს.
სოსო
12:47 28-01-2021
1

სიახლეები პოპულარული