გოგა ბითაძეს მონდომება უფასდება და მოედანზე დიდ დროს ატარებს, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ კარგად იყენებს. დღევანდელ შეხვედრაში გოგამ პარკეტზე 19 წუთი გააატარა, რა დროშიც 10 ქულა ( 2/4 პერიმეტრიდან, 2/3 ორ ქულიანი), 3 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა, აღსანიშნავია 6 ჯარიმაც, რის გამოც ქართველმა მოედანი ნაადრევად დატოვა. გოგას მარგი ქმედების კოეფიციენტი +13 გახლდათ, რითაც ტიჯეი მაკკონელთან ერთად საუკეთესო იყო.
"ინდიანას" რიგებში ყველაზე შედეგიანი ჯასტინ ჰოლიდეი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ჯერემი ლემბის ანგარიშზე 17 ქულა, 6 მოხსნა, 1 გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ.
ზემოხსენებულ ტიჯეი მაკკონელს დღევანდელ შეხვედრაში 9 ქულა, 2 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჰქონდა.
რაც შეეხება "პელიკანსს", ბრენდონ ინგრამმა მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა. ინგრამის ანგარიშზე 30 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
პერიმეტრიდან შესანიშნავად ითამაშა ლონზო ბოლმა, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო. რაც შეეხება უშუალოდ სტატისტიკას, ბოლის ანგარიშზე 20 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ.
ზაიონ უილიამსონმა გუნდს 18 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება მოუტანა.
12 გამარჯვებითა და 11 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.
"პელიკანსი" 9 გამარჯვებითა და 12 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს.
"ინდიანა" მომდევნო მატჩს 7 თებერვალს "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს.
"ნიუ ორლეანსი" ამავე რიცხვში "მემფისს" დაუპირისპირდება.
საუკეთესო მაჩვენებელი გუნდში - ბითაძემ წუთები ჯეროვნად გამოიყენა [VIDEO]