გოგამ მოედანი ნაადრევად დატოვა, არადა შესანიშნავად თამაშობდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 6 თებერვალს "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" უმასპინძლა. მატში სტუმართა გამარჯვებით 114:113 დასრულდა. 

გოგა ბითაძეს მონდომება უფასდება და მოედანზე დიდ დროს ატარებს, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ კარგად იყენებს. დღევანდელ შეხვედრაში გოგამ პარკეტზე 19 წუთი გააატარა, რა დროშიც 10 ქულა ( 2/4 პერიმეტრიდან, 2/3 ორ ქულიანი), 3 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა, აღსანიშნავია 6 ჯარიმაც, რის გამოც ქართველმა მოედანი ნაადრევად დატოვა.  გოგას მარგი ქმედების კოეფიციენტი +13 გახლდათ, რითაც ტიჯეი მაკკონელთან ერთად საუკეთესო იყო.

"ინდიანას" რიგებში ყველაზე შედეგიანი ჯასტინ ჰოლიდეი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა,
6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. 

ჯერემი ლემბის ანგარიშზე 17 ქულა, 6 მოხსნა, 1 გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ. 

ზემოხსენებულ ტიჯეი მაკკონელს დღევანდელ შეხვედრაში 9 ქულა, 2 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჰქონდა. 

რაც შეეხება "პელიკანსს", ბრენდონ ინგრამმა მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა. ინგრამის ანგარიშზე 30 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. 

პერიმეტრიდან შესანიშნავად ითამაშა ლონზო ბოლმა, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო. რაც შეეხება უშუალოდ სტატისტიკას, ბოლის ანგარიშზე 20 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ. 

ზაიონ უილიამსონმა გუნდს 18 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება მოუტანა. 

12 გამარჯვებითა და 11 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. 

"პელიკანსი" 9 გამარჯვებითა და 12 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. 

"ინდიანა" მომდევნო მატჩს 7 თებერვალს "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს. 

"ნიუ ორლეანსი" ამავე რიცხვში "მემფისს" დაუპირისპირდება. 


altსაუკეთესო მაჩვენებელი გუნდში - ბითაძემ წუთები ჯეროვნად გამოიყენა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
Ori iseti jarima misces tvit komentatorebi gaicebuli iyvnen ise bevri akvs kide mosamatebeli
Kutaisi
06 თებერვალი 2021 20:27
0
თუ ყოველ თამაშში 20 წუთს მაინც მისცემენ კარგად განვითარდება! ადრეც ვწერდი ძალიან რბილი მაჯა აქვს, როცა ცენტრი 3 ქულიანებს ასე კარგად ისვრის ეს ძალიან, ძალიან დიდი პლიუსია! ძალინ მიხარია რომ თამაშიდან თამაშამდე უმატებს!
aburjga
06 თებერვალი 2021 18:30
1
სამიანების სროლა და რაც მთავარია ჩაგდებაც,ისევ დაიწყო.კარგია.უფრო მეტად ენდობიან.
სოსო
06 თებერვალი 2021 16:44
0
საოცარი ხალხი ვართ.თუ თამაში არ წაუვიდა გოგას მაშინვე ბოღმიანი კომენტარების ტრიალი მიდის აქ გამხნევების მაგვრად და კიდევ ჭკუის სწავლება რო გადავიდეს სხვაგან,დაბრუნდეს ევროპაში და ა.შ.
ზოგი რაღაც მგლების და ტურების ანდაზებით იფარგლება და ანთხევს შურს და ბოღმას. ყველას გასაგონად მინდა გითხრათ,რო თვითონ გოგას უნდა ტეტნერთან და საბონისთან თამაში.უზომად მადლობელია ორივესი.ასე რო დააყენეთ ტროიკა ყველამ.ჭკუის მასწავლებლებზე ერთი ვაგონი „მზეა“ჩამომდგარი...
შენ კი ჩემო პატარა თანამემამულე კაცო,ყური არავის უგდო,დაიკიდე ყველა ბოღმიანი „მზეზე“!
წარმატებები რემბოევიჩ,გულში გენაცვალე,შენ იცი,უნდა გვასახელო საგარეჯო!!!
Jordan beli
06 თებერვალი 2021 16:23
3
მესამე პერიოდში ხომ გააკეთა ბაზერი, ცოტა ხანში ბევრი ბაზერ-ბითერებს და გმირობებს ნახავთ გოგასგან, არ დაგავიწყდეთ რამდენი წლისაა!!!
06 თებერვალი 2021 14:59
1
გოგამ დაიწყო და ამას არ წერთ
ორ ორი მუტრუკი დაადუმა გოგამ ამ მატჩში. ორი ინდიანას და ორი მოწინააღმდეგესი.
ზაიონთან ორ საფარებაზე ერთჯერ მაინც არ ტყუოდა ფოლი მისცეს ორივეჯერ.
თორემ რომ არ გაეგდოთ გოგას მოგებული ქონდა
თენგო
06 თებერვალი 2021 14:25
0
გოგა ახლა გაფურჩქვნის დაწყების პროცესში მყოფი ლამაზი ყვავილის კოკორივითაა! ცოტა ხანში ნახეთ, რა იქნება!
N
06 თებერვალი 2021 14:11
0
ნელ ნელა შედის ფორმაში
irakli
06 თებერვალი 2021 10:28
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული