შეუდარებელი გახლდათ "მავერიკსის" ლიდერი ლუკა დონჩიჩი, რომელმაც 42 ქულა, 7 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. აღსანიშნავია, ლუკას 7 დაკარგვაც.
ლატვიელმა კრისტაპს პორზინგისმა თავი 18 ქულით, 10 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ჯოშ რიჩარდსონის ანგარიშზე 17 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა გახლდათ.
რაც შეეხება "გოლდენ სტეიტს", სტეფ კარიმ ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა. "ოქროს ბიჭუნას" ანგარიშზე 57 ქულა, 2 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გახლდათ. სტეფმა 11/19 სამქულიანი ჩააგდო.
ენდრიუ ვიგინსის ანგარიშზე 22 ქულა, 5 მოხსნა და 1 შეგეგიანი გადაცემა იყო.
დრამონდ გრინმა მორიგი თავისთვის ჩვეული სტატისტიკა შემოგვთავაზა. მის ანგარიშზე 2 ქულა, 6 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა, 6 ჩაჭრა და 4 დაფარება გახლდათ.
12 გამარჯვებითა და 11 მარცხით "ოქროს შტატელები" დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფებიან.
თავის მხრივ "დალასს" 10 მოგება და 14 მარცხი აქვს, რითაც ამავე კონფერენციაში ბოლოს წინა, მე-14 ადგილს იკავს.
"მავერიკსი" მომდევნო მატჩს 9 თებერვალს "მინესოტას" წინააღმდეგ ჩაატარებს. "გოლდენ სტეიტი" ამავე რიცხვში "სან ანტონიოს" დაუპირისპირდება.
"როდესაც სტეფი 3 ქულიანს აგდებს ძალიან ბედნიერი ვარ, მასზე მეტადაც კი..." დრამონდ გრინი
42 ჩაგდებული 3-ქულიანი და "გოლდენ სტეიტის" 31-ქულიანი გამარჯვება [VIDEO]