შეხვედრა არ დააწყებინეს, შემდეგ შემოუშვეს და ისევ დაატოვებინეს! კევინ დურანტს ლიგა უცნაურად მოექცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 6 თებერვალს, "ბრუკლინ ნეტსმა" "ტორონტო რეპტორსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმრების გამარჯვებით 123:117 დასრულდა. 

"ბრუკლინის" რიგებიდან ყველაზე შედეგიანი ჯო ჰარისი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულით, 5 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 

შედეგიანობას უკლო ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც ამჯერად 17 ქულა, 7 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 

კაირი ირვინგის ანგარიშზე მოკრძალებული 15 ქულა, 5 მოხსნა, 5-იც შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ. აღსანიშნავია, 7 დაკარვა. 

კევინ დურანტმა შეხვედრა უცნაურად ჩაატარა. ლიგის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროტოკოლის გამო კევინმა შეხვედრაში მონაწილეობა
მიიღო და შემდეგ ვეღარ დაბრუნდა. უფრო ზუსტად, პირველი მეოთხედი გამოატოვებინეს, მეორეში შემოვიდა და მესამეში კვლავ გაუშვეს. 19 წუთში დურანტის ანგარიშზე 8 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება გახლდათ. 

გამარჯვებულთა რიგებიდან შესანიშნავად ითამაშა პასკალ სიაკამმა, რომელმაც გუნდს 33 ქულა, 11 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. 

ასევე შესანიშნავად იასპარეზა კანადელთა კაპიტანმა კაილ ლაურიმ, რომელმაც აქტივში 30 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. 

14 გამარჯვებითა და 10 მარცხით "ნეტსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება, რაც შეეხება "ტორონტოს", ამავე კონფერენციაში 10 მოგებითა და 12 მარცხით მე-7 ადგილს იკავებს. 

"ბრუკლინი" მომდევნო მატჩს 7 თებერვალს, "ფილადელფიის წინააღმდეგ ჩაატარებს. თავის მხრივ "რეპტორსი" ამავე რიცხვში "ატლანტას" დაუპირისპირდება. 


altგოგამ მოედანი ნაადრევად დატოვა, არადა შესანიშნავად თამაშობდა [VIDEO]


altNBA. 54 ქულა და კანადაში წაღებული გამარჯვება [VIDEO]

 



მკითხველის კომენტარები / 2 /
კევინ დიურანტი არის უმაგრესი კალათბურთელი!
aburjga
16:18 06-02-2021
0
მაგრად მევასება ეს კაილ ლაური, რაღაცნაირი, დახვეწილი მოძრაობები აქვს.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული